საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა, მან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტებს წარმატება უსურვა. „ზამთრის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ პროექტის ფარგლებში კავკასიის […]
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს 11:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, წილკანი და მიმდებარე სოფელბში; 12:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, მაღრანი, ახატანი, ღარისწყალა, ბიწმენდი, ბულაჩაური, ლაფანაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:10 […]
გიორგი ამილახვარი – ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი

ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. დაწყებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა და ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება,‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, […]
რატი ბრეგაძე უგულავას საქმეზე – მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამის რისკი რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო – რაიმე სახის მძიმე დარღვევაზე არ ყოფილა საუბარი

მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას საქმეზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან. ბრეგაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაში “საუბარი არ იყო უსამართლო სასამართლოზე.” “აქ არ იყო საუბარი უსამართლო სასამართლოზე. სხვათა შორის, შეგნებულად არ არის წინ წამოწეული ის, რომ ამ გადაწყვეტილებაში საუბარია მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა […]
ზურაბ აზარაშვილი – გასული 2 წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ

გასული 2 წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც მინისტრობის 2- წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისივე თქმით, […]
გიორგი ამილახვარი – სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა. „სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების […]
გიორგი ამილახვარი – 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით

2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. „სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების […]
ლატვიის პარლამენტის სპიკერი – რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება, თუ მას ახლა არ შევაჩერებთ, უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს – რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია

რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება, ის თავისით არ დამთავრდება, თუკი ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ, [მომავალში] უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს – რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია , – ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის სპიკერმა დაიგა მიერინამ ამერიკაში, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის თაობაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. […]
ეროვნული ბანკი – 2024 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.0% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის თებერვლის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. „ძირითადი ტენდენციები: ინფლაცია 2024 წლის […]
გიორგი ამილახვარი – აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების პროცესი მიმდინარეობს – ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხო საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 33 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში უკვე 35 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების […]