საქართველოში 1 მოსახლეზე 132 მ² ვენახი მოდის – AAWE

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (AAWE) მსოფლიოს 43 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ვენახის ფართობის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 2021 წლის შედეგებს ეყრდნობა. AAWE-ს მონაცემებით, მოლდოვა არის #1 ქვეყანა, სადაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი, 4 ჰა, შესაბამისად, 1 სულ მოსახლეზე – 400 მ². ვენახი მოდის. საქართველო ამ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა მოლდოვას, ესპანეთის და პორტუგალიის შემდეგ. AAWE-ის მონაცემებით, საქართველოში […]

„სამსახურებრივ ავტომობილში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს“ – აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021-2022 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დახარჯა 361.6 ათასი ლარის 127.4 ათასი ლიტრი საწვავი. აუდიტის თანახმად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ. „2021-2022 წლებში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 29 შემთხვევა, ხოლო დროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის […]

„2023 წელს ქვეყანაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა“ – ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში, ფარმაცევტულ სფეროში, უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა. „2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიური რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე […]

გომელაური: ამერიკელების დამსახურებაა, სანაპირო დაცვა რომ გვაქვს

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად. ამის შესახებ გომელაურმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვეს. „მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე სანაპირო დაცვაზე. დღეს […]

„გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები “- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ წერილს აქვეყნებს: „გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა. როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის […]

შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემას შსს-ში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. […]

ესპანეთი გაეროს პალესტინის სააგენტოს დაფინანსებას 3.5 მილიონი ევროთი გაუზრდის

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, ესპანეთი პალესტინაში მომუშავე გაეროს სააგენტოს დაფინანსებას 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდის. გაეროს პალესტინის სააგენტოს UNRWA-ს უსმხვილესმა დონორებმა, მათ შორის აშშ-მ და გერმანიამ, დაფინანსება შეუჩერეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ UNRWA-ს 12 თანამშრომელი ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ჰამასთან თანამშრომლობაში, კერძოდ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ […]

წულუკიანი გელათზე: რაც არ ვიცი, არ ვიცი – მე არ ვაკეთებ და პასუხს ვერც ვაგებ

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე გელათის ტაძრის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, 2022 წლის ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სამინისტროს გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტის მითითება მიეცა, მას ტაძარში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, მასზე პასუხისმგებელი არ არის. “ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ […] მე მაქვს რწმენა, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8649 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9042 ლარს შეადგენდა. […]

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა, საბუკიო.) დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ შემდეგ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი: წინაგოლა – გზის […]