ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს

ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. „გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მდგომარეობა უიმედოა და სერიოზული რისკი არსებობს, რომ ღაზაში მისმა ჰუმანიტარულმა საქმიანობამ რამდენიმე კვირაში პარალიზება განიცადოს“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა. 2023 წელს მადრიდმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 18,5 მილიონი […]

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” განხილვის ფარგლებში, დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და წინსვლის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ […]

ზურაბ აზარაშვილი – 2023 წელს დავიწყეთ 100-მდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება

2023 წელს დავიწყეთ 100-ამდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები. „ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის […]

ზურაბ აზარაშვილი – ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა

ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. გაფორმებულია ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე, 2 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან – „როშთან“ და “ნოვარტისთან“. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე დაწყებულია, მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდება, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იგეგმება […]

ვახტანგ გომელაური – გააქტიურებულები ვართ, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ – მსოფლიო პრობლემაა იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს

მსოფლიო პრობლემაა, არის იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, – ამის შესახებ შიმაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით შსს აქტიურად მუშაობს. გომელაურის თქმით, მხოლოდ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში. “(ნარკოდანაშაულზე) დაკავება სასამმაგებული და გაოთხმაგებულია. თუკი 2009 და 2010 წელს […]

Bloomberg – ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს

ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განსახილველად დანიშნულ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ წევრები უნგრეთის ოპოზიციის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების განსახილველად მოწვეულ პარლამენტის სხდომას არ დაესწრნენ. უნგრეთის პარლამენტს რატიფიცირების შემდეგი შესაძლებლობა 26 თებერვალს ექნება, როცა უნგრეთის პარლამენტი ზამთრის შესვენებიდან დაბრუნდება. შეგახსენებთ, […]

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ვიქტორ სანეევის – საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სამმხტომში, საქართველოს სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელის, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, ევროპის რვაგზის ჩემპიონის, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელის, სახელობის სტიპენდია აფხაზეთიდან დევნილი, ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტიპენდია ენიჭებათ […]

ვახტანგ გომელარური – საფრთხე, რომ საქართველოში რუსებს შემოიყვანენ და შემდეგ რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია

საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს, მერე რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან, ქართული პასპორტების აღებასთან და საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პერიოდში შემოსული რუსეთის მოქალაქეების 40 პროცენტი უკვე გასულია ქვეყნიდან. “ჩვენი მოქალაქეობის მიღებაზე გავუსვამდი […]

კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პრემიერს

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას (სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო”), რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. კობახიძე საქართველოს პრემიერობის კანდიდატია – პარლამენტში მისი კაბინეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. მომავალი პრემიერის ცოლის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არა მხოლოდ სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ვებსაიტზე, არამედ საჯაროდ გამოქვეყნებულ მათსავე დეკლარაციებშიც. სააგენტო 2018 წლის […]

პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?! – რა აკავშირებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნ ოდესელ ანდრეი შარაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან

პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?! – რა აკავშირებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნ ოდესელ ანდრეი შარაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან “სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სახელმწიფო უსსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?! უკრაინაში მოქმედი საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრი , თბილისში არეულობის მოწყობას 2023 წლის დეკემბერში გეგმავდა. ეგრეთწოდებული რევოლუციის საბაბად, საქართველოსთვის […]