გიორგი ამილახვარი – ვცდილობთ სექტემბრამდე ყველა სკოლა აღვწეროთ და დავდოთ სურათი, რომელ სკოლაში, რა ფორმით და რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის აღწერა ჩატარდება, რითაც გაირკვევა, რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. აღნიშნულის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „სასკოლო კვების საკითხს ჩვენ გვერდს არ და ვერ ავუვლით. 2023 წელს სამინისტროში ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით, […]

ანა ნაცვლიშვილი ზურაბ აზარაშვილს – როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? – არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს

როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს, – ამ კითხვით მიმართა “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ აზარაშვილს. როგორც ნაცვლიშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც დარგის ხელმძღვანელს არ აქვს კომუნიკაცია და დიალოგი ამავე დარგის წარმომადგენლებთან. „ძალიან ცუდად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი კომუნიკაციას […]

სასიამოვნო სიურპრიზია, რომ სააკაშვილზე არცერთი კითხვა არ დასმულა — ბრეგაძე

„არ შემიძლია არ აღვინიშნო ის სასიამოვნო სიურპრიზი, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბრეგაძემ საკომიტეტო მოსმენაზე. ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის ფარგლებში მოუსმინეს. სხდომაზე, სადაც თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს […]

უნგრეთის პარლამენტში ჩავარდა სხდომა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციაზე

უნგრეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია უნდა განეხილათ, ვერ ჩატარდა. „როიტერსის“ ცნობით, სხდომას არ დაესწრნენ მმართველი პარტიის, ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ დეპუტატები, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა. უნგრეთი ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანება არ აქვს რატიფიცირებული. სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, ზოგი ნატოს წევრი ქვეყნის ელჩიც მივიდა, მათ შორის აშშ-ს, დანიისა და პოლონეთის. […]

“უბინძურესი სიუჟეტი შეუკვეთეს… ბრძოლა ახლა იწყება” – მიშა კაჭკაჭიშვილი

ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი: მას შემდეგ რაც ქალბატონმა ნანა შამათავამ საქალაქო სასამართლო წააგო, მოისყიდა ჩინოვნიკები და გამოძიება დააწყებინა ჩემს წინააღდეგ აbსურდული ბრალდებით ფინანსურ პოლიციას. უცნაური ის არის, რომ მოსარჩელეც და მოსამართლეც ბიძაშვილები არიან. ოროვე “ნანა შამათავაა” და იმ უკანონო გადაწყვეტილებას ყადღების დადების თაობაზე, მხოლოდ მისმა ახლო ნათესავმა მოაწერა ხელი, “მოსამართლე ნანა შამათავამ”. იმ დროს როდესაც […]

ერევანში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერევანში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სომხური მედია ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში 2 ადამიანია ჩარჩენილი. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაინგრა ორი სახლი. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქება ნაქირავებ სახლში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ზურაბ აზარაშვილი – უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები , – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, უწყება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს. ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, […]

ზურაბ აზარაშვილი – დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა

პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება , – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა. […]

ზურაბ აზარაშვილი – მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჩვენ, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მოშვებით, იმ უცხოურ საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში იმპორტით შემოდის. შესაბამისი განცხადება აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი იქნება. „ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის […]

გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. ამის შესახებ ამილახვარმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2023-2026 წლების […]