თეა ახვლედიანი – სიცრუეა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით უწევთ საფასურის გადახდა

იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით უწევთ საფასურის გადახდა – ეს არის სიცრუე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ახვლედიანის თქმით, „1+4 პროგრამა” სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თანამოქალაქეებს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების მიზნით, ქართული ენის შესწავლის ერთწლიან უფასო […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „ამერიკული საბჭოების“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ორგანიზაციის – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, ტიმოთი კ. ბლაუველთს შეხვდა და მასთან ერთად სტუ-სა და ამერიკის უნივერსიტეტებთან სამომავლო კოოპერაციისა და კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, შეხვედრა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program – UCBP) […]
“ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს” – სიმეონემ “კვარაზე” ისაუბრა

გუშინ, 4 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების მომტანი გოლით შინ “ვერონა” (2:1) დაამარცხა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ Dazn-ის ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა. “როდესაც ჩემ უკან ფეხბურთელი მოქმედებს და ბევრს მოძრაობს, ეს სივრცეების ათვისებაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეს ბურთს ფეხში მისცემ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით, მეტოქეს უდიდეს […]
„უწყებიდან, რომელსაც 40 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს, 2000-ის წასვლა და ახლის მიღება პრობლემა არ უნდა იყოს” – გომელაური

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებიდან, რომელსაც 40 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს, 2000 თანამშრომლის წასვლა და ახლის მიღება პრობლემა არ უნდა იყოს. ასე პასუხობს ვახტანგ გომელაური პარლამენტში, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის კრიტიკას, რომლის თქმით, უწყებას თანამშრომლები მასიურად ტოვებენ და სამუშაოდ ამერიკაში მიდიან. „ძალიან ბევრი ადამიანი გარბის თურმე სისტემიდან, როგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღებით და ზოგი წყალქვეშა […]
ტაივაინი აცხადებს, რომ ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავებმა სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი სამხედრო თვითმფრინავებითა და გემებით „გაერთიანებულ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას“ ახორციელებს. უწყების ცნობით, 9 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა. დემოკრატიულად მართული ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას რეგიონში ჩინეთის სახმეხდრო მოქმედებების შესახებ.
ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს – მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა

მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა, – ასე პასუხობს შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას დაკავებულ პატრულ-ინსპექტორთან დაკავშირებით. გომელაურის განცხადებით, აღნიშნული პირი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციის გატანაზეა დაკავებული და არა იმის გამო, რომ მისი სიძე გადამოწმებისთვის გააჩერა. “გამიხარდება, […]
პარლამენტში საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით. ამის შესახებ ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. „მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, […]
ზურაბ აზარაშვილი – ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტი სასწრაფო და 22 რეანიმობილი მუშაობს – არსებული რეანიმობილების რაოდენობა, დაფარვის ზონა და რეაგირების დრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია

2023 წელს, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული 105 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას […]
ესპანური კომპანია Aqualia-ს რეგიონული დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილი საუბრობს რატომ დაინტერესდა მსოფლიოს წამყვანი წყალმომარაგების კომპანია Aqualia საქართველოში ინვესტირებით

მსოფლიოს წამყვანი წყალმომარაგების კომპანია Aqualia საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ამის შესახებ ესპანური კომპანია Aqualia -ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა ისაუბრა. „Aqualia-სთვის ისეთი დინამიკური ქვეყანა, როგორიც საქართველოა ინვესტირების მხრივ დიდი ხნის განმავლობაში იყო საინტერესო. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, კერძოდ – საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და […]
გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების ხედვა წარადგინა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება. პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. პროფესიულ განათლებაზე […]