მიხეილ სააკაშვილი – მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები – სანამ პირში სული მიდგას, არცერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას

ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს “პრეზიდენტი იყო და ალბათ, რაღაცას დააშავებდა”. მე არ დამიშავებია არაფერი, რაშიც მადანაშაულებენ!, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სანამ პირში სული უდგას, არცერთი წამი არ შეწყვეტს ბრძოლას ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის. „გამოქვეყნდა სახალხო დამცველის […]

თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს – ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილია ადამიანების მიმართ – ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა გელათს

ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს, – ასე მიმართა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გელათის რეაბილიტაციის სამუშაოები 10 თვით დაგვიანდა და ამაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ვერ აირიდებს. „სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კიდევ რა შეიძლება ადამიანს გაგიკვირდეს და აი, დღეს მოვისმინე ასეთი […]

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს – დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?

დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?, – ასე უპასუხა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: „ტაში ამხანაგებო, ტაში“. თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა. „მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ […]

სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო – თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო. “კანონი და სამართლის” დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. მანამდე ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა, რის ჩარკვიანს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს. “უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა, ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ, ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა

ჩინეთმა ვილნიუსზე დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა. ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ. ლიეტუვა პეკინში ვერ იმუშავებს, რადგან ჩინეთმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა, რამაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა და ყველა სახის დიპლომატიური ოპერაციები შეზღუდა“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. ლიეტუვის […]

მიხეილ სარჯველაძე – „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“ – ვშიშობ, ოპოზიციაში ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი გამგონეა

„კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“, ვშიშობ, ოპოზიციაში ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის და ვერ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ კარგი გამგონეა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობს. „ახლა გელათის თემასთან დაკავშირებით არათუ ქულების წერის მცდელობები აქვთ, არამედ რაც ყველაზე თვალშისაცემია […]

ზურაბ აზარაშვილი – 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა

გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში: […]

ზურაბ აზარაშვილი – 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე. პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება. „როგორც […]

თეა ახვლედიანი – კომიტეტების სხდომაზე აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ

აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და იმ განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ახვლედიანის თქმით, მისასალმებელია ის ნდობა, რომელიც მინისტრობის ყველა კანდიდატმა წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მიიღო. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად პროფესორი ზაზა სოფრომაძე აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის და სენატის მეხუთე მოწვევის წევრების უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭოს დღევანდელმა სხდომამ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების თანახმად წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მორიგი არჩევნები 2024 წლის 25 იანვარს დაინიშნა. სენატის წევრთა არჩევნები […]