იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინა იტალიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინა იტალიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა. „უკრაინას შეუძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენი ერთგულების, ასევე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენი თავმჯდომარეობის ემბლემას ზეთისხილის ხე წარმოადგენს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მშვიდობის სიმბოლო“, – განაცხადა ტაიანიმ. ანტონიო […]
დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებს

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებს , – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ანტონიო გუტერეშის ცნობით, საგამოძიებო ჯგუფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას 2024 წლის 14 თებერვალს დაიწყებს და გაერო-ს გენერალურ მდივანს შუალედურ ანგარიშს მიმდინარე წლის მარტის ბოლოს წარუდგენს, […]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 განაცხადი მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 ახალი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი. 2021 წელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი. ცნობისთვის, 2022 წელს 150, ხოლო 2021 წელს 120 განაცხადი იქნა შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ. 20 განაცხადიდან, რომლებზეც 2023 წელს სასამართლომ იმსჯელა, 17 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამ გადაწყვეტილებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა […]
“იანდექსის” მფლობელი რუსეთიდან $5.2 მილიარდიანი გარიგებით გადის

“იანდექს NV”-მ 5,21 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება გააფორმა, რათა ე.წ. „რუსული გუგლი“ რუსი ინვესტორების ჯგუფს მიჰყიდოს. ეს იქნება ყველაზე დიდი კორპორატიული გასვლა რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კრემლის მიერ წამოწყებული გარიგება რუსეთის უდიდეს ტექნოლოგიურ მოთამაშეს მთლიანად რუსულ მფლობელობაში გადაიყვანს. ეს გარიგება დასავლური ტექნოლოგიური წრეებიდან „იანდექსის” საბოლოო გასვლასაც განამტკიცებს. “იანდექსი” იყო ერთ-ერთი […]
კრემლი ისრაელის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის დაიბარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ისრაელის ელჩის, სიმონა ჰალპერინის დაბარებას, ინტერვიუში მის მიერ გაკეთებული “მიუღებელი კომენტარების” გამო. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” (TASS) ავრცელებს. ინტერვიუში ჰალპერინი კრემლის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ისრაელის ელჩის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰოლოკოსტის მნიშვნელობას აკნინებს. ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ზედმეტად მეგობრულია პალესტინელთა ისლამისტური ჯგუფის, “ჰამასის” მიმართ. […]
„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს – კახა კალაძე

„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება. მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. […]
ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება – ვახტანგ გომელაური

ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება – ვახტანგ გომელაური ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება და შეგვიძლია ამოვიღოთ. მერწმუნეთ, ასევე, დამუქებული შუშებით ავტომობილი ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰყავს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში მედიის მიერ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, […]
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”. – წერია განცხადებაში. დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
“წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი” – პარლამენტთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს

“წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ხელოვანები მოუწოდებენ დეპუტატებს, კულტურის მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და 54 შეკითხვა, რომელიც კულტურის მინისტრის მიმართ აქვთ, პროექტორის საშუალებით პარლამენტის კედლებზე გამოსახეს. მათი თქმით, პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ წულუკიანთან კითხვების პირისპირ დასმის საშუალება არ მიეცათ. […]
ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი უკრაინას ეწვევა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევში მიემგზავრება, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. დღეს, ჯოზეფ ბორელმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა და […]