ბაკინგემის სასახლე: მეფე ჩარლზს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მას მკურნალობას უტარებენ

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მან უკვე დაიწყო მკურნალობა – აცხადებს ბაკინგემის სასახლე 5 თებერვალს. განცხადების თანახმად, კიბო არ უკავშირდება მეფის მიერ ახლახან ჩატარებულ მკურნალობას პროსტატის კეთილთვისებიანი მდგომარეობის გამო. სასახლე არ აკონკრეტებს რა ფორმის სიმსივნე აქვს 75 წლის მონარქს. “მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო რეგულარული მკურნალობის ციკლი, რომლის დროსაც მას ექიმებმა ურჩიეს […]

დავით ბერძენიშვილი – ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას, იმიტომ, რომ ძალიან მწარედ დაისჯება

ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ, რომ ის ძალიან­ მწარედ დაისჯება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შევა, გაკოტრდება. „99.9%-ით ასე იქნება. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში შეეცდებიან კოალიციის ჩამოყალიბებას და არა „ქართულ […]

დონალდ ტრამპი “რესპუბლიკელებს” მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, მხარი არ დაუჭირონ

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, არ მიიღონ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. „მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი თუ მისცემდა ხმას საზღვრის შესახებ ამ საშინელ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი დემოკრატებისთვის მშვენიერი საჩუქარია და რესპუბლიკური პარტიისთვის სიკვდილის სურვილია… ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ […]

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს – ბი-ბი-სი

მეფე ჩარლზს კიბოს დიაგნოზი დასუვეს, ამის შესახებ ბიბისი წერს. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფე “სრულიად დადებითად აფასებს მკურნალობას და იმედოვნებს, რომ მალე დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას”. ჩარლზი ამ ეტაპზე საჯარო ჩართულობას ჩამოსცილდა. სამეფო ოჯახის წევრები მას მკურნალობის დროს დაეხმარებიან და სრულ მხარდასაჭერას გამოუცხადებენ

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მდინარე ჭიშურასთან მოხდა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია

გიორგი ამილახვარი – ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ზოგადი განათლების საკითხებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტის გია მურღულიას მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე გააკეთა განმარტება, რომლის თქმით, სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. გიორგი ამილახვრის […]

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს

ისრაელი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „გილოცავთ გაერო-ს საგამოძიებო კომიტეტის შექმნას. ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ტერორიზმთან კავშირს და რეგიონულ სტაბილურობაზე მის მავნე ზემოქმედებას აჩვენებს. აუცილებელია, რომ ამ კომიტეტმა სიმართლე გამოავლინოს, რაც სააგენტოს […]

ბეჟაშვილი: გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომელშიც არის, ამ წამებასთან გათანაბრებული პირობებისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის, საზოგადოების წინაშე, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები და ჩაუდგეს აი ამ ბრძოლას, საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას, ამიტომ გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერმინისტრობის კანდიდატობა. ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდეს პოლიტიკური კონსულტაციები და […]

წულუკიანი: როგორც ჩანს, ოპოზიცია უფრო სუსტდება, არ ვიცი, არჩევნებისთვის რისი იმედი აქვთ

ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. იმიტომ, რომ ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი… მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, მე არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს.

მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს

გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაციას ბრიტანული მედიები ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ. ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს მონარქს. ახლო წარსულში ჩარლზს პროსტატაზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაში წერია, მეფეს კვლევების ჩატარებისას, სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც კავშირში არ არის თავდაპირველ დიაგნოზთან და ოპერაციასთან.