კომიტეტების სხდომაზე კულტურის, ჯანდაცვის, განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. დღეს დღის მეორე ნახევარში თეა წულუკიანის, ზურაბ აზარაშვილის და გიორგი ამილახვრის მოსმენა მიმდინარეობდა. პროცედურა ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმსაც. მანამდე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს. კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის […]

საპატრიარქოსთან უვადო ხელშეკრულება დავდეთ – წულუკიანი გელათის შესახებ

კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პარლამენტში ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმეორებს, რომ სასამართლოში შეხვდება ყველას, ვინც გელათთან დაკავშირებით მას ცილს დასწამებს. წულუკიანი ამბობს, რომ საპატრიარქოსთან უვადო ხელშეკრულების დადების შემდეგ, სამინისტროს მხოლოდ ფულის ჩარიცხვა ევალებოდა, რაც უკვე შეასრულა. რეალურ შეფასებას კი, გელათში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, იუნესკოს ე.წ. “რეაქტიული მისია” დადებს. “ჩვენ საპატრიარქოსთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, ეს […]

გიორგი ამილახვარი – 1000-ზე მეტი სკოლა დარჩა დასაკომპლექტებელი, ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში

მთავარი კითხვაა რას ვაპირებთ, რადგან 1000-ზე მეტი სკოლა დარჩა დასაკომპლექტებელი. ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში და შევთავაზებთ ყველას, როგორც სერტიფიცირებულ კანდიდატებს, ასევე ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს მიიღოს კონკურში მონაწილეობას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, სკოლის ავტონომია გულისხმობს იმას, რომ თვითონ სასკოლო საზოგადოებამ, […]

ანდრო გოცირიძე ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებაზე – არ არის გამორიცხული, რომ დაგეგმილი იყოს რუსეთისგან

სულაც არ არის გამორიცხული, რომ უკრაინასთან საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოს და დაგეგმილი იყოს რუსეთისგან, რუსებს არ ჰყავთ უკრაინაში აგენტურა თუ რა?, – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ანდრო გოცირიძის განცხადებით, არ იყო აუცილებელი სუს-ის მიერ საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ […]

მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ განცხადებას ბაკინგემის სასახლე ავრცელებს. „მისმა უდიდებულესობამ დღეს რეგულარული მკურნალობის კურსი დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ექიმებმა მას საჯარო მოვალეობების შესრულების გადადება ურჩიეს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა სამთავრობო და ოფიციალურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, – ნათქვამია ბაკინგემის სასახლის განცხადებაში. ბაკინგემის სასახლეს 75 წლის მონარქის დიაგნოზის შესახებ სხვა […]

დვალმა გაიტანა – “აპოელმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში „აპოელისა“ და აეკ-ის მატჩი 2:2 დასრულდა. მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია. „აპოელი“ დებიუტში დვალმა თავურით დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-17 მატჩში მესამე გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი 74-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, საბოლოოდ „აპოელი“ ფრეს დასჯერდა, 52 ქულით ლიდერია და 11 თებერვალს გასვლაზე აელ-ს […]

კორძაია: შესაძლოა, არ აპატიეს ღარიბაშვილს, რომ ვერ ჩაშალა კანდიდატის სტატუსის მიღება

ჩვენ პასუხებს ვერ ვიღებთ, ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ლოგიკა, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ შეიცვალა ირაკლი ღარიბაშვილი და რას იზამს ირაკლი კობახიძე. ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ ქართველი ხალხი არის უმაღლესი ნება ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის უმაღლესი ნება იყო, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ეს ნება შესრულდა, ირაკლი ღარიბაშვილს უნდოდა თუ არა, ამაზე […]

ბერლინალეზე ალტერნატიულ დახლზე ქართულ სახელმწიფოს გააბიაბურებენ – წულუკიანი

კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ეხმაურება ბერლინალეზე კინოცენტრის ეგიდით მიმავალი მრავალრიცხოვანი დელეგაციის თემას და ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან მამუკა ხაზარაძისა და დავით კეზერაშვილის ფულით იქ ალტერნატიული დელეგაციაც მიდის, რომელსაც საკუთარი ალტერნატიული “დახლი” ექნება და ქართული სახელმწიფოს “გაბიაბურებას” გეგმავს. წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც აფასებს, ვინც კულტურის პოლიტიკას აპროტესტებს და მათ არა ღირებულებითი ჭიდილის მონაწილეებს, არამედ […]

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ბუკინგემის სასახლე დამატებითი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო. როგორც ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, მეფემ ყველა საჯარო ღონისძიება გადადო. მანამდე ჩარლზ მესამე პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში იანვრის თვეში გადაიყვანეს.

12 ახალი ჰიდროელექტროსადგური, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი და წყალქვეშა კაბელი – რა პროექტებს განახორციელებს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მათ შორის: 1. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების […]