პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა – ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ამასთან, პარლამენტში უკვე მივიდა პრეზიდენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, […]
ირაკლი ზარქუა – გუშინ იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილზე კითხვა არ დაუსვამთ და ეტყობა, მოხვდა „ჭიჭე“ ვაშაძეს და ჩემ „ხაბეს“

გუშინ, იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ და ეტყობა, გუშინ მოხვდა „ჭიჭე“ ვაშაძეს და ჩემ „ხაბეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე განცხადებებს გამოეხმაურა. ზარქუა აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული. “რომ იცოდეთ, რა მოხდა – გუშინ საკომიტეტო მოსმენები […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა უამინდობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას

კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში თოვლმა პრობლემები შექმნა. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. „რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი – გომბორი- თელავის […]
ახსარ ჯიოევი – ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ ჩვენთვის აქტუალური არ არის – მოიშორეთ ილუზიები და მიიღეთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ილუზიებისგან უნდა გათავისუფლდეს და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას შეეგუოს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც […]
სალვადორის არჩევნებში ტექნიკური ხარვეზის გამო ხმებს გადაითვლიან

სალვადორის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში შემოსული ხმების ნაწილი გადაითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხმების 70%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განახლება შეწყდა. ამის გამო შემოსული ხმების 30%-ს ხელახლა დაითვლიან. ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამდე სალვადორის პრეზიდენტს ნაიიბ ბუკელეს ხმების 83% ჰქონდა მოპოვებული. ამას გარდა, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ასევე […]
ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაღუპულია 2 თვის ბავშვი

6 თებერვლის დილის საათებში ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქ ზოლოჩინში ერთ-ერთ სასტუმროს მოხვდა, რის შედეგადაც 2 თვის ბავშვი დაიღუპა. ქალაქში მიმდინარეოს სამაშველო სამუშაოები დაშავებულების დასახმარებლად. “მაშველები მუშაობენ 2 თვის ბიჭის სხეულის ამოსაყვანად 3-სართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან. სამი ქალი – 21, 28 და 39 წლის, მათ შორის, დაღუპული ბავშვის დედა, ჰოსპიტალიზებულია”. – ამბობს […]
საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ისტორიული შედეგი დააფიქსირა

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში 10-მა კუდოისტმა იასპარეზა და ცხრამ მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ) და აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის […]
რუსეთის სასამართლომ ბორის აკუნინი დაუსწრებლად დააპატიმრა

რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს ცნობილი მწერალი და დრამატურგი, პუტინის ხელისუფლების და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ბორის აკუნინი(გრიგორი ჩხარტიშვილი). ის ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ინტერფაქსის“ და „ტასის“ ცნობით, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებებსა“ და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში ბრალდებულ ბორის აკუნინს დაუსწრებლად შეუფარდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. მწერლის […]
“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან ცალკე შეხვედრას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე უარს აცხადებს მივიდეს ენმ-ის ფრაქციის სხდომაზე, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის ფარგლებში. „ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს და ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოს პარლამენტში. ხელისუფლება უარს აცხადებს, მოვიდეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე და ის ვალდებულია, რომ მოვიდეს. ვერ გაიხსენებთ უახლოეს პერიოდს, როდესაც ისინი უარს […]