აფხაზეთში ბავშვთა უფლებების დამცველი ელექტროენერგიის გრაფიკის გამო შეშფოთებას გამოხატავს

ბავშვთა უფლებადამცველი და ბავშვთა უფლებათა კომისიის საზოგადოებრივი საბჭოს აპარატი დე-ფაქტო აფხაზეთში, გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას 6 თებერვლიდან, სკოლის საათების პარალელურად, ელექტროენერგიის გათიშვის ახალი გრაფიკის გამო. “ეს გააუარესებს სკოლებში ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და გამოიწვევს მოსწავლეებში ავადობის მატებას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები ძირითადად კონდიციონერებითა და ელექტროგამათბობლებით თბება. ეს მდგომარეობა, რომელიც მეორდება წლიდან წლამდე, ძირითადად ზამთარში, […]

უკრაინის განცხადებით, წყობიდან გამოიყვანეს რუსული შავი ზღვის ფლოტის 1/3

უკრაინის გენერალური შტაბის სტრატკომის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა წყობიდან გამოიყვანეს რუსული შავი ზღვის ფლოტის ერთი მესამედი. „ჩვენმა სამხედროებმა წყობიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი. ღია წყაროების თანახმად, სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხებოდა 74 საბრძოლო ხომალდი“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“. სულ ახლახანს უკრაინულმა ძალებმა რუსული ხომალდი […]

პარტიები, რომლებსაც მოსწონთ პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოიწონა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, რომლის შესახებ მან დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახსენა. კერძოდ, პრეზიდენტი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“. მან პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები მიიწვია აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობისთვის. პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა და მიესალმა. “ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა […]

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, ხოლო პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს. „ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში, გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს რა სავალალო შედეგი მოჰყვა – […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. […]

სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ თითქოს რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა იწყება საქართველოში, ოჩამჩირესთან და რაღაც ზომებისკენ მოგვიწოდა. ზომებს ვერ აზუსტებს, იმიტომ, რომ ეს ცარიელი სიტყვებია და დაკვეთის ნაწილი

სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ თითქოს რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა იწყება საქართველოში, ოჩამჩირესთან და რაღაც ზომებისკენ მოგვიწოდა. ზომებს ვერ აზუსტებს, იმიტომ, რომ ეს ცარიელი სიტყვებია და დაკვეთის ნაწილი „ქვეყნის ინტერესების ღალატია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე აკეთებს, როდესაც ის დადის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში და იქ საქართველოს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს.” – ასე […]

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გაარკვია, თუ როგორ ატარებენ კიბერკრიმინალები ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გაარკვია, თუ როგორ ატარებენ კიბერკრიმინალები ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა წარმოადგინა მოხსენება „ჩრდილოვანი ინოვაცია: როგორ ექსპერიმენტებს ატარებენ კიბერკრიმინალები AI-ით ბნელ ქსელში“, რომელშიც სპეციალისტებმა გააანალიზეს შეტყობინებები დარკნეტში ChatGPT-ის და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების გამოყენების შესახებ თავდამსხმელების მიერ დიდი ენობრივი მოდელების საფუძველზე. „კასპერსკის ლაბორატორია“ იტყობინება, რომ 2023 წელს, ჩრდილოვან ფორუმებსა და სპეციალიზებულ […]

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდის 13 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. დადგენილებაში, რომელიც დამტკიცებულია კანონით, ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებების საფუძველზე, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 14 თებერვლის დილის 5:30 საათიდან 90 დღის ვადით, ანუ 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე, სოფელ გლდანსა და ავჭალაში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ჩანადირთკარი, ბულაჩაური, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი გახდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე, ყაზახეთის მმართველმა პარტიამ ოლჟას ბექტენოვი, რომელიც 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც 2022 წლის იანვრიდან ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა, გუშინ გადადგა და თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, […]