ლევან ხაბეიშვილი – მზად ვართ, ნებისმიერი კონსულტაციისთვის, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად მისაღებია – მხარს დავუჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია ნებისმიერი კონსულტაციისთვის მზად არის. მან ჟურნალისტებთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად დაუჭერს მხარს მსგავს პროცესს. „ერთობა, ეროვნული ინტერესები, ეს ის სიტყვებია და შინაარსია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს გამოადგება და კეთილდღეობას მოუტანს. […]
თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში „თელავის გაზეთის“ პრეზენტაცია გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში „თელავის გაზეთის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, „თელავის გაზეთი“, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, წელს პირველად, მოსახლეობის ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ გაზეთს საუკუნოვანი ისტორია […]
ირაკლი ქარსელაძე – 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაგრძელებთ ურბანული განახლების პროექტებს. მათ შორისაა პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და […]
ზურაბ ჩიკვილაძე – საქართველოში კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, საქართველოში კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები სრულადაა ხელმისაწვდომი. მისი თქმით, როგორც ფედერალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკას და მკურნალობას. „თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 100%-ით ფინანსდება. სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალური და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე არცერთი პაციენტი […]
გია ცაგარეიშვილი – ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება, ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად

როცა სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს და გვევლინება „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების ერთგვარ შემკრებად, ამ მოზაიკას აკოწიწებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს დღეს ნათლად გამოჩნდა. ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება და ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად და ამაში ძალიან გაიწაფა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე – ამის […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა და კვლევების ჩატარება. „ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად […]
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

27 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გასულ სეზონში “ფერენცვაროშიდან” იჯარის წესით თბილისის “დინამოში” თამაშობდა, “ქოჯაელისპორში” გადავიდა. თურქული კლუბის საიტი იტყობინება, რომ “ფერენცვაროშთან” შეთანხმება შედგა და ხარაიშვილს 1.5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ის “ქოჯაელისპორში” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და გიორგის იმედი აქვთ. “ქოჯაელისპორის” ღირსებას თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იცავს – მან […]
გიორგი ვაშაძე დავითაშვილს – ბატონო ლევან, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ?

ბატონო ლევან [დავითაშვილი], ამ ეკონომიკურ ციფრებზე რომ საუბრობთ, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ? -ამ კითხვით მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ელიტისთვის ყველაფერი არის და ხალხისთვის არაფერი. „სამწუხაროდ, რაც ხდება, ქვეყანაში არსებულ რეალობას მთლიანად აცდენილია. კითხვა […]
პაატა მანჯგალაძე – შაჰ-აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა – თუ ასეთი პროგრესია, მაშინ, რატომ დატოვა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას 256 000-მა ადამიანმა საქართველო?

მთავრობას რატომ არ უჭერთ მხარსო და შაჰ აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. პაატა მანჯგალაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ტოვებს ქვეყანას ამდენი ადამიანი, როდესაც ხელისუფლება პროგრესზე და ქვეყნის განვითარებაზე საუბრობს. „27 000 სტუდენტი ისევ სტატუსშეჩერებულია, იმიტომ, რომ სიღარიბეა ქვეყანაში. ასევე, […]
რომან გოცირიძე – სამთავრობო პროგრამაში ძალიან ბევრი რამ სასაცილოა, ყოველ მე-8 გვერდზე ახალ-ახალ, საოცარ ჰაბებს ქმნით – კომიკურია, 11 წელია სამტრედია-გრიგოლეთის გზა ვერ აგიშენებიათ და დიდუბეში ასფალტი ვერ დაგიგიათ

სამთავრობო პროგრამაში არის ძალიან ბევრი რამ სასაცილო, 73 გვერდიდან ყოველ მე-8 გვერდზე ქმნით ახალ-ახალ რეგიონულ საოცარ ჰაბებს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რომან გოცირიძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამას „შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ჰაბისტანის ჰაბიზაცია“. „ჰაბისტანი არის ის ქვეყანა, რომელსაც მართავთ. როგორც ჩანს ეს პროგრამა ცალ-ცალკე სამინისტროებმა დაწერეს, […]