2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 28.7 მეგავატი – Galt & Taggart

2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 28.7 მეგავატი. ამის შესახებ, Galt & Taggart -ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. ყველაზე დიდი იყო 20.0 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალა-1 ჰესი, რომელიც ხელმეორედ ამოქმედდა 2023 წლის დეკემბერში (პირველად ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს, მაგრამ ჰესმა მუშაობა შეწყვიტა წყალდიდობით გამოწვეული ინციდენტის გამო). დანარჩენ 6 ჰესს მიეკუთვნება: დმანისის ჰესი (2.0 […]

“ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან” – სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნება” კანდიდატის პოზიტიურად წარმოსაჩენად იყენებდა, ახლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის კრიტიკის საფუძველია. ზურაბიშვილის ბოლო საპრეზიდენტო მოხსენების მოსმენის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა მასზე საუბრის დროს თქვა სიტყვები: “ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან”, “ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ”. “[სიტყვები] არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი, არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს არ […]

ირკუტსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიღუპა პატიმარი, რომელიც ადრე საპყრობილეში აწამეს

რუსეთში, ირკუტსკის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა პატიმარი ტახირჯონ ბაკიევი, რომელიც ადრე დაზარალებულად გამოდიოდა ირკუტსკის კოლონიის სამი თანამშრომლის მიერ ექვსი პატიმრის წამების საქმეში. მისი გარდაცვალების შესახებ უფლებადამცველებმა ტელეგრამის არხ „ზაპრავკა 38″-ში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბაკიევმა თავი მოიკლა. ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა ბოლო წერილის ასლი, რომელიც ბაკიევმა წინასწარი დაკავების ცენტრიდან გაგზავნა. მასში პატიმარი ითხოვს ყურადღების მიქცევას იმ წამებაზე, […]

არასამთავრობო ორგანიზაციები: უარესდება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულთა უფლებრივი მდგომარეობა

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ჯანდაცვის ექსპერტები და საზოგადოებრივი გაერთიანებები აცხადებენ, რომ ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები არსებითად აუარესებს პროგრამაში ჩართულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას. ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილება იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, ვისაც შესაძლოა, ჯანდაცვის ადეკვატურ სერვისთან წვდომა ყველაზე მეტად სჭირდებოდეს. “ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან შშმ პირები და სხვა, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. […]

სასამართლომ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპის იმუნიტეტი არ ცნო

აშშ-ს სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო იმუნიტეტი მის წინააღდეგ აღძრულ სასამართლო საქმეში, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგებში სავარაუდო ჩარევას ეხება, არ ცნო. შესაბამისად, სასამართლო დადგენილების თანახმად, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შესაძლო თაღლითობის საქმის ფარგლებში ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელია. გადაწყვეტილება ფედერალური სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო. ტრამპმა არაერთხელ […]

ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის თქმით, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებენ ისინი, ვინც “საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ”. ამის შესახებ ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. გარდა ამისა, ბუჩუკურის თქმით, პარტია საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ზურაბიშვილთან თანამშრომლობას გააგრძელებს. “ქალბატონი პრეზიდენტის […]

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური – რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთი ან ორი წლის შემდეგ შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ

რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა. “რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. მაგრამ თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მათ შეიძლება ჩვენს მიმართ რაიმე საშინელება ჩაიდინონ”, – […]

ანა ბუჩუკური – პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულ მრავალპარტიული პლატფორმის ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათთვის მიუღებელია დღეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ. როგორც ანა ბუჩუკური „ფეისბუქზე“ წერს, პარტია „საქართველოსთვის“ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, […]

პაატა დავითაია – პროდასავლური ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთონ „მომავლის ქარტია – ერთობა ევროპისთვის“ პლატფორმაში, რაც შემდგომში გამოიწვევს კონსენსუსის გზით ამ ვალდებულებების შესრულებას. „საპარლამენტო გამოსვლისას პრეზიდენტმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება ახალი პლატფორმის „მომავლის ქარტია – ერთობა ევროპისთვის“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და კონსოლიდაციით ხელს […]

გიორგი ტყემალაძე – ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა, ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანზე, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა

თბილისის საკრებულოში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა – უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში მოეწყო, მისი მიზანია საქართველოს […]