ილია დარჩიაშვილი – მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს მიერ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის წამოწყებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – მზად ვართ, ჩვენი ჩართულობა გავაგრძელოთ

მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა საქართველო ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და არაერთგზის შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის კომუნიკაციას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამეზობლო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამეზობლო პოლიტიკა. „რეგიონში […]
ილია დარჩიაშვილი – მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება

დღევანდელ რთულ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსათვის მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა აშშ-სთან, ევროპის და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი […]
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეთში, მეწყრის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მედიას მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. “დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო”, – თქვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მღებრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე […]
პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს იმ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში სტიქიის დროს დაიღუპნენ. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. · 6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 […]
„დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება და 2 მლრდ ლარი იქნება“ – კახა კალაძე

თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტი იზრდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება. „თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც იქნა დამტკიცებული 1 მილიარდ 763 მილიონია და ცვლილებებით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი გახდება 2 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ბიუჯეტში დამატებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იქნება […]
„კერძო თუ საჯარო სკოლის ტრანსპორტს შესაძლებლობა ექნება საავტობუსე ზოლში გადაადგილდეს” – კალაძე

1 იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსე ზოლში – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა მისი თქმით კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების და მათი რაოდენობის შესახებ, შეათანხმოს ვიზუალი აღნიშნული ტრანსპორტის და ამის შემდეგ უზრუნველყოს სკოლის ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსე ზოლში. „ვფიქრობ ძალიან […]
თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯამში დაგეგმილი იყო 200 ასეთი ავტობუსის ყიდვა, თუმცა არასაკმარისი თანხების გამო, 2023 წელს მერიამ მხოლოდ 160 ავტობუსი შეიძინა. მიმდინარე წელს კი თბილისის ავტოპარკს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი.
„სადილი“ საექსპორტო ბაზარს აფართოებს და აშშ-ში შედის

„სადილი“ აშშ-ში ექსპორტზე გავა – ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტმა ამიკო კალანდიამ უთხრა. მისი თქმით, კომპანიამ უკვე მიიღო საერთაშორისო დონის FSSC 22000 სერტიფიკატი, რომელიც დაეხმარება პროდუქტის აშშ-სა თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლაში. „ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესი გავიარეთ და საერთაშორისო დონის FSSC 22000 სერტიფიკატი ავიღეთ, აღნიშნული სერტიფიკატი დაგვეხმარება იმაში, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების ბაზარზე […]
ბათუმში სამ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე სამ ქვეითს შეეჯახა. დაზიანდა კვების ობიექტის შენობაც. 2 დაშავებული კლინიკა ბაუში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნებათ. ავარიისას დაშავდა მოზარდიც, თუმცა ჩვენთვის უცნობია რომელ კლინიკაში მოათავსეს ბავშვი, ამ შემთხვევაში ინფორმაციას ვაზუსტებთ. შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება […]