კახა კალაძე – დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება

ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს – 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მერია დამატებით, 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. „მინდა ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. გვაქვს გარკვეული […]
პრეზიდენტი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შეხვედრაზე „ქართული ოცნებაც“ არის, თუ არა მოწვეული. „გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გარდა ამ კითხვისა, პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ გაიგო მიხეილ […]
ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე – დაიწყო იმის დასახელება, ვინ არის იმ პრობლემებზე პასუხისმგებელი, რომლებიც ქვეყანაშია – ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ

ძალიან ბევრი სწორი გზავნილი იყო – დაიწყო იმის დასახელება ვინ არის იმ პრობლემებზე პასუხისმგებელი, რომლებიც ქვეყანაშია. ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ, – ასე შეაფასა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადება. მისივე განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურვილი ექნება, შეხვდება და დაელაპარაკება. „რაც მოვისმინე, შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან […]
პაატა მანჯგალაძე – შესაძლოა, პრეზიდენტს ჰქონდეს საარჩევნო მიზნები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტთან ერთად საარჩევნო მიზნები

შესაძლოა, პრეზიდენტს ჰქონდეს საარჩევნო მიზნები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტთან ერთად საარჩევნო მიზნები – არ ვსაუბრობთ ერთობაზე, ვსაუბრობთ ოპოზიციის კოორდინაციაზე, ვანახოთ ხალხს, რომ ერთად საუბარი შეგვიძლია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას ხედავენ არა როგორც პარტიების გაერთიანებას, […]
თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს – როცა პროგრამაში ჩანაწერიც არ არის დეოკუპაციის ხედვის შემუშავებაზე, რასთან გვაქვს საქმე? – სადღეგრძელოს გვიწერთ პროგრამაში და გვპირდებით იმას, რისი შესრულების გზაც არ არსებობს, თუ როგორ არის საქმე?

როდესაც პროგრამაში ჩანაწერიც კი არ არის დეოკუპაციის ხედვის შემუშავებასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე? – სადღეგრძელოს გვიწერთ პროგრამაში და გვპირდებით იმას, რისი შესრულების გზაც არ არსებობს, თუ როგორ არის საქმე? – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატი დაინტერესდა, საერთოდ აპირებს თუ არა ხელისუფლება დეოკუპაციის ხედვის შემუშავებაზე მუშაობას. […]
დავით ხაჯიშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, აუმაღლდეთ ცნობიერება, რათა გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ჩვენ გვინდა ამ ხალხის [ემიგრანტების] ფული ეკონომიკაში, მაგრამ არ გვინდა მათი ხმა ჩვენს არჩევნებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს უსმენენ. მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა რომ შეძლონ, მათი ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს. „დიასპორასთან დაკავშირებით თქვენ გქონდათ კარგი პრეზენტაცია, […]
ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის -ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებისკენ, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების […]
კახა კალაძე – თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან, მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს – მომლოდინეთა რიგი განულდება

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან, მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს და შესაბამისად, მომლოდინეთა რიგი განულდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, […]
კახა კალაძემ ბაღდათში მეწყრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამძიმარი გამოუცხადა ასევე, გუშინ, ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახს. „პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი […]
ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას, ასევე დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობას და პროგრამებში მონაწილეობის მიმართ დიასპორის გაზრდილ ინტერესს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ […]