გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ვაჟა აზარაშვილს სხვადასხვა წლებში მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი. იყო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. წერდა სიმფონიურ და […]

სახალხო დამცველი ზამთარში ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების შეზღუდვას ითხოვს

7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა და მოითხოვა ზამთარში იმ პირთა გამოსახლების პროცესის შეზღუდვა, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში („ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე მყოფ პირთა ზამთარში გამოსახლების შეზღუდვის შესახებ”) დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ […]

“მლან­ძღა­ვენ იმის გამო, რომ ევ­რო­პულ კურსს ვუ­ჭერ მხარს, ჩემი აღარც სიმ­ღე­რა მოს­წონთ” – შავი სია და “ფეიკები” – გიორგი უშიკიშვილი

მომ­ღე­არ­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი, რომ თით­ქოს სად­მე თქვა, “სულ არ მე­ხა­ლი­სე­ბა “რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის” კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ გულს რომ ემ­ღე­რე­ბა, რა ვქნა? გულს ვერ უბ­რძა­ნებ…” – მას არ ეკუთ­ვნის და ტყუ­ი­ლია. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს: ეს ადა­მი­ა­ნი თუ არ ვცდე­ბი, ჟურ­ნა­ლი­სი­ტია, ვინც ეს და­წე­რა. […]

ომბუდსმენი მიმართავს აღსრულების ბიუროს, ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს გამოსახლების პროცესი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა წინადადებით, რომ ზამთრის განმავლობაში შეიზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. […]

ღაზის საკითხზე შუამავლები ეძებენ “საბოლოო ფორმულას” ცეცხლის შეწყვეტისთვის

აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენელმა შუამავლებმა ჰამასის განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით მოამზადეს დიპლომატიური ინიციატივა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული. ჰამასმა 6 თებერვალს უპასუხა ინიციატივას, რომელიც კვირაზე მეტია ეგვიპტელებთან და კატარელებთან ერთად მოამზადეს პარიზში აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებმა. ჰამასმა სამშაბათს განაცხადა, რომ პასუხი იყო “პოზიციური სულისკვეთების ცეცხლის ყოვლისმომცველი […]

Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ პუტინთან ჩაწერს ინტერვიუს

ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა და კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ თანხმობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად. “ამაღამ მოსკოვში ვართ. აქ ვართ ინტერვიუსთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან”, – ამბობს კარლსონი. ტაკერ კარლსონი, რომელიც ცნობილია შუღლის გამომწვევი რიტორიკით და შეთქმულების თეორიების გავრცელებით, ამბობს, რომ “ხალხის ინფორმირება” მისი მოვალეობის ნაწილია. Fox News-მა კარლსონი […]

ილია დარჩიაშვილი ანა ნაცვლიშვილს – „ევროპა გვართმევს იდენტობას?“ – მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა! – ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ – არა

„ევროპა გვართმევს იდენტობას?“ – მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ – არა, – ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე. ილია დარჩიაშვილმა მოუწოდა ანა ნაცვლიშვილს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო პლატფორმებში. „მინდა მოვუწოდო ანა […]

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა, ყველა სამსახური ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. „რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. […]

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მოსწავლეებისათვის საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას აცხადებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, Global Citizen Education Group-თან და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, აცხადებს საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას (IYLCP), რომელიც შექმნილია მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, IYLCP არის ინტენსიური, 9-კვირიანი ონლაინპროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბებისთვის […]