“ორბის” რკინაბეტონის ჩოჩხი რატომ უნდა მოვიწონო, როცა ევროპის ზამთრის კურორტზე ხის “შალეების” გარდა არსად არაფერი მინახავს?” – ფოფხაძე –

არაფრის ექსპერტი არ ვარ მე და არც არასოდეს მქონია პრეტენზია, ერთად ერთი რაც ძალიან კარგად ვიცი ევროკავშირი და ევროინსტიტუტებია და ნეტა ესეც არ ვიცოდე, მარაა ბიჯო რა მაინტერესებს იციით, ბახმაროში რომ, სამშენებლო კომპანია “ორბი” რაღაც შვიდასსართულიან რკინაბეტონის ჩოჩხს ააშენებს რატომ უნდა მოვიწონო, როცა ევროპის ზამთრის არც ერთ კურორტზე ხის “შალეების” გარდა არსად არაფერი არ მინახავს?.. […]

7 თებერვალს სარკინიგზო რეისები უქმდება – ჩამონათვალი

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს დამატებით რეისები უქმდება. რკინიგზა ამბობს, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. გაუქმებულ რეისებს შორისაა: მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: · ბათუმი-თბილისი №801 · ზუგდიდი-თბილისი № 869 · თბილისი-ბათუმი № 804 · თბილისი-ფოთი 874. ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: · ზესტაფონი-ხაშური №6446 · ხაშური-ზესტაფონი №6418 · […]

“ჩინეთის ფორმატი” – “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე” – ინჯიას ინიციატივა და საგარეოს პასუხი

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საგარე საქმეთა მინისტრს ჟენევის ფორმატის პარალელურად ახალი ფორმატის ჩამოყალიბება შესთავაზა, სადაც შუამავალი აშშ-ის მაგივრად ჩინეთი იქნებოდა და მისი არგუმენტები იყო, რომ “სიწყნარეა”, რომ “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე”. ფრიდონ ინჯია: „მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო […]

“მოსალოდნელია მეწყერი” – გარემოს სააგენტო ხელისუფლებას 2022 წელს აფრთხილებდა

“რადიო თავისუფლების” ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა […]

“ყოველი წვიმა უსაშველოდ საშიში გახდა… თითქოს ნორმაა ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ძებნა, გლოვა, გადარჩენის სიხარული” – თამარ ბუჩუკური

სახლში დარჩითო, გვირჩევს 112. სტიქიას შეწირული ოჯახებიც სახლებში დარჩნენ, მაგრამ შუა ღამისას მეწყერმა მიაკითხა და სახლებიანად მიწაში ჩაახრჩო უკვე ოთხი ცხედარია ნაპოვნი… მაშველები ეძებენ პატარებსაც… იპოვეს დედა-შვილის უსულო სხეულები… ჯერ 13 ივნისი იყო, მერე – შოვი… ყოველი წვიმა უსაშველოდ საშიში გახდა ადამიანებისთვის ემოციურად… თითქოს სიკვდილის ლანდებს მივეჩვიეთ, თითქოს ნორმაა სახლებიანად გატაცებული და ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების […]

(რ) გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა – გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის ფინალისტები არიან პეტიტ ბაზარი, ბაბალე და ტენე. კომპანია პეტიტ ბაზარი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და […]

ადგილობრივების თქმით, ნერგეეთში მამასა და მის 3 მოზარდ შვილსაც ეძებენ

ამ დროისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული 5 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის, მამა და მისი 3 მოზარდი შვილი არიან. “ამ მეწყერმა ხალხი ცოცხლად დამარხა […] მამასა და მის 3 შვილს ეძებენ, ბავშვებს. ტყუპი გოგონები და ბიჭი არიან”. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან საუბარში. მედიასთან კომენტარი სოფლის კიდევ […]

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც პირველი არხი წერს, ინფორმაციას აზარაშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

Sky News Arabia: კატარის ცნობით, ისრაელი 5000-მდე არაბი პატიმრის გათავისუფლებაზე თანახმაა

Sky News Arabia ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში თანახმაა 3000-დან 5000-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია კატარმა მიაწოდა, რომელიც აღნიშნული კონფლიქტის მთავარი მედიატორია. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჰამასს შეეძლება არჩევა და მითითება, თუ რომელი პატიმრების გათავისუფლებაა უფრო პრიორიტეტული. პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ბოლო საჯარო განცხადებების […]

„კურორტ გოდერძიზე არ არის გზა, აფთიაქი, ბანკომატი, ამიტომ სტუმრების რაოდენობა განახევრდა“ – „ალიანს ვილა“

„გეტყვით პირდაპირ, როცა ბანკი არაა, ბანკომატი არაა, გზა არაა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, კურორტზე ხალხი არ ამოდის“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ალიანს ვილას“ გენერალურმა მენეჯერმა თედო ვერძაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემების გამო ტურისტების რაოდენობა განახევრდა და ისინი გოდერძიზე ამოსვლას, ბაკურიანში და გუდაურში წასვლას არჩევენ. „გეტყვით პირდაპირ, როცა ინფრასტრუქტურა არაა, აფთიაქი არაა, ბანკი არაა, ბანკომატი არაა, […]