აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

აზერბაიჯანის მოსახლეობა ოთხშაბათს ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტს ირჩევს. დიდი ალბათობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაიმარჯვებს და ის კიდევ შვიდი წლის ვადით დაიკავებს პოსტს. ალიევის პოპულარობა გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა. 62 წლის ალიევი 20 წელზე მეტია პრეზიდენტის პოსტს იკავებს. თანამდებობაზე მან 2003 წელს, მამამისი ჩაანაცვლა. აზერბაიჯანი ხშირად ექცევა კრიტიკის […]

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პაკისტანში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის რეგიონში საარჩევნო კანდიდატების ოფისებთან მოწყობილ ორ აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. თავდასხმები პაკისტანში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების წინა დღეს მოხდა. პაკისტანში 8 თებერვალს არჩევნებია დანიშნული. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში შეარაღებული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა. დაძაბულობას აღრმავებს ისიც, რომ იმრან ხანი, რომელმაც ბოლო ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა, დაპატიმრებულია. […]

“აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება იყო ჩატარებული” – ავიაციის სააგენტო საჰაერო ბურთის ჩამოვარდნაზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნაზე აცხადებს, რომ აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული და მას სერთიფიცირებული მფრინავები მართავდნენ. “აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება”, – წერია სააგენტოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სითბური აეროსტატი [Cameron Balloons […]

ირაკლი კობახიძე: ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ „გირჩის” შეკითხვას უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ოპოზიციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ტრადიციულ დემოკრატებშიც კი პირობითია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის განსხვავება. „ვართ თუ არა სოციალისტები… ზოგადად განსხვავებები იდეოლოგიებს შორის გახდა ძალიან პირობითი. არა მარტო ჩვენი ტიპის, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ტრადიციულ დემოკრატებშიც, სადაც ისტორიული საფუძველი ჰქონდა […]

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. 7 თებერვალს გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. 6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი […]

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიმოსვლა 8 თებერვლიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ხვალ, 8 თებერვლიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია. „ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის,უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა რის გამოც რეისზე არსებულმა მატარებლებმა ვეღარ გააგრძელეს მოძრაობა. […]

ირაკლი კობახიძე – „რადიკალური ოპოზიცია“ არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს, თუმცა მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის

„რადიკალური ოპოზიცია“ არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ის ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს – თუმცა მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია, თუმცა ამ კონსოლიდაციის უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს რადიკალიზმზე უარის თქმა. […]

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – აეროსტატს, რომელიც ასურეთთან ჩამოვარდა მართავდნენ სერტიფიცირებული მფრინავები – აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატზე, რომელის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ყველა საჭირო კვლევა იყო ჩატარებული. განცხადების თანახმად, აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სააგენტოს ინფორმაციით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო აწარმოებს. […]

სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. […]

„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს და განმარტავს, რომ გაზმომარაგების აღდგენა 9 თებერვალს, 10:00 სთ-დან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულება. „გაცნობებთ, რომ გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 23:00 საათიდან 9 თებერვლის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, […]