IMF-ის პროგრამის შეჩერებამ შესაძლოა უცხოელი ინვესტორები დააპაუზოს – ენდრიუ ჯუველი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ფონდმა $280-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეაჩერა. ამასთან, ჯუველი განმარტავს, რომ პროგრამა შეწყვეტილი არაა და ის შეჩერებულია. ამასთან ჯუველი აღნიშნავს, რომ პროგრამის შეჩერება შესაძლოა საქართველოში უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც აისახოს. “როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლება პროგრამას უყურებს როგორც სათადარიგო გეგმას. მათთვის პრიორიტეტული […]
კობახიძის თქმით, ანაკლიის ინვესტორის შერჩევისას “გეოგრაფიულ სივრცეს” უპირატესობა არ მიენიჭება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის ინვესტორის შერჩევისას “გეოგრაფიულ სივრცეს” უპირატესობა არ მიენიჭება. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.
ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე, ჯამში, 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ერთი ადამიანის ძებნა. მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებთ, 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მას შემდეგ მეწყერში მოყოლილთა ძებნა უწყვეტად გრძელდება. მეწყერის ჩამოწოლას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა. დაღუპულთა და დაკარგულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები: მამა და მისი სამი […]
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“. „კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ – ნათქვამი განმარტების დოკუმენტში. კანონპროექტის თანახმად, […]
რკინიგზა: სამგზავრო მიმოსვლა ხვალ დილიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ლიანდაგები გაწმენდილია და 8 თებერვალს დილიდან სამგზავრო მიმოსვლა სრულად განახლდება. 6 თებერვალს ღამით და 7 თებერვალს მთლიანი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უამინდობის, კერძოდ, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ფოთის რეისები გაუქმდა. როგორც რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
ნეთანიაჰუ ომის დასრულებაზე და ტყვეების გაცვლაზე ჰამასის შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 თებერვალს იერუსალიმში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არ თანხმდება ჰამასის მიერ შემოთავაზებულ პირობებს ომის დასრულებასა და ტყვეების გაცვლაზე. ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორში ისრაელის სრული გამარჯვება რამდენიმე თვეში მიღწევადი მიზანია. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ჰამასის მოთხოვნები საშინელი იყო. “არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა სრული და საბოლოო გამარჯვებისა” – […]
„ჰუსიტებმა“ წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს

„ჰუსიტებმა“ წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს „ჰუსიტებმა“ იემენის ტერიტორიიდან წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ადენის ყურეში აფეთქდა. აფეთქების შედეგად მცირე ზიანი მიადგა მარშალის კუნძულის დროშის ქვეშ მცურავ […]
ნინო ჩხობაძე – კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, რადგან ერთ დღეში მოდის იმდენი უხვი ნალექი, რაც 3 თვეში მოდიოდა – ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ, – ამის შესახებ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყრის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენ. „ადამიანებს ეტყოდნენ, იცით, პირველი ნიშნები დაეტყო და […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ცნობილი კომპოზიტორის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სამუსიკო საზოგადოებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. ,,მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად […]
Nvidia და Cisco კომპანიებს AI მოდელების შესაქმნელად აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ერთობლივად სთავაზობენ

Nvidia Corp. და Cisco Systems აერთიანებენ ძალებს, რათა გაუადვილონ კორპორაციებს შექმნან საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურა, რათა ტექნოლოგია მონაცემეთა დიდი ცენტრების მიღმა გაიტანონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. Cisco კომპანიებს შესთავაზებს Nvidia-ზე დაფუძნებულ აპარატურას – პოპულარულს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებისთვის – ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად. კერძოდ M7 სერვერის კომპიუტერებს, რომლებიც იყენებენ Nvidia-ს უახლეს პროცესორებს, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას, […]