ალეკო ელისაშვილი კობახიძეს – ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ამ მაგარი ხალხის, ვეტერანების თავგანწირვას – მხრებში გაშალეთ ეს ხალხი

ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ამ მაგარი ხალხის თავგანწირვას, მხრებში გაშალეთ ეს ხალხი, – ამ სიტყვებით „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძე მიმართა და აღნიშნა, რომ ვეტერანების დახმარება სამარცხვინოდ დაბალია. ელისაშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა კობახიძეს და ჰკითხა, სინამდვილეში რატომ გაუშვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი […]

ბანკებში ყველაზე მეტი პრობლემური სესხი სარესტორნო ბიზნესს აქვს

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაფე-რესტორნებისთვის ბანკების მიერ გაცემულ 158 მლნ ლარის (ეკვივალენტი აშშ დოლარში) ქეისში 10,5 მლნ ლარის – 6.6% პრობლემური სესხებია. 7% -მდე, 58.2 მლნ ლარამდეა უმოქმედო სესხები სასტუმრო და ტურისტული ბიზნესისთვის დოლარში გაცემულ სესხებში. ევროში კი 3%-ის ფარგლებშია, პრობლემური სესხების მოცულობა კი 44 მლნ ლარამდე. აგვისტოდან, მას შემდეგ […]

ნერგეეთში მეშვიდე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეშვიდე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს 2 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

არჩევნები აზერბაიჯანში – ეგზიტპოლით ალიევს 93,9% აქვს

7 თებერვალს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე ცნობილია Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ილჰამ ალიევს 93,9% აქვს მიღებული. ამერიკული კომპანია Oracle Advisory Group-ის წარმომადგენლის ჯორჯ ბირნბაუმის სიტყვებით, აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის გამარჯვებაა. თავად ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ნერგეეთში კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის, ისინი კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის […]

„რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის – კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არაა. სწორედ „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას, კობახიძე ირწმუნებოდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ შეურაცხმყოფელი შეფასება არ არის. „მე არ მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები იყოს, თუნდაც წმინდა […]

პოლონეთში ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მანდატის ჩამორთმევის გამო დაპირისპირება გრძელდება

ორი პოლონელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის დაცვას დაუპირისპირდა. 7 თებერვალს მათ ასამბლეის შენობაში შესვლა ძალით სცადეს. ორივე მათგანს სასამართლომ დანაშაული დაუმტკიცა, რის შედეგადაც მათ დეპუტატების მანდატები გაუუქმდათ. დაპირისპირება მანდატების გაუქმებას უკავშირდება. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პირობა დადო, რომ საქმეს უზენაეს სასამართლოს გაუგზავნიდა იმის დასადგენად, იყო თუ არა დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევა კონსტიტუციური გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ […]

ნიკი ჰეილიმ ნევადის პირველად არჩევნებში “არცერთ ამ კანდიდატზე” ნაკლები ხმა მიიღო

კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ თანახმად, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ნიკი ჰეილი სამშაბათს, ნევადის პირველად არჩევნებში დამარცხდა. ბევრი შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელი მარცხი იყო, რადგან მოქალაქეთა თითქმის ორჯერ მეტმა ხმა “არცერთ ამ კანდიდატს” მისცა. ჰეილი საპრეზიდენტო რბოლის ლიდერის დონალდ ტრამპის ბოლო მეტოქე და ერთადერთი მნიშვნელოვანი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელიც ნევადის პირველად არჩევნებში მონაწილეობდა. ტრამპის სახელი ბიულეტენში შეტანილი არ იყო. […]

საბანკო სექტორის წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს აჭარბებს, მაგრამ რეალურად, რამდენი უნდა იყოს, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ – პრემიერობის კანდიდატი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია, რომლის წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს აჭარბებს. როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად თქვა, საბანკო სექტორის ამ რეალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მსჯელობა, რამდენი უნდა იყოს ბანკების მოგება. “საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია ჩვენს ეკონომიკაში. მათი წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს […]

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს. შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს. 1.8% – აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% – “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; […]