მშვიდობით, პრინციპულობითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, ყველა გამოწვევა დაძლევადია – ზურაბ ქადაგიძე

“საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძეს ნდობა გამოუცხადა”- ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ახალი მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეძლებს უამრავ პრობლემასთან გამკლავებას, რომელიც წელს არაერთი იქნება, შიდა თუ გარე პოლიტიკური ინსინუაციებით გამოწვეული. “საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძეს ნდობა გამოუცხადა. წარმატებას ვუსურვებ ახალ მთავრობას და დარწმუნებული ვარ რაციონალური, პრინციპული პოლიტიკითა და ეროვნული […]
“ჩემი აზრით, მიდგომა არის გადასახედი“ – ხიშტოვანი პრივატიზების გეგმაზე

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019-23 წლებში სახელმწიფო პრივატიზების პროგრამით “100 ქონება ბიზნესს”, პრივატიზების შედეგად ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზების ტემპი მეტად ვერ დაჩქარდება, რადგან ის სრულად მორგებულია კერძო სექტორის შესაძლებლობებს. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიმზიდველი ქონება გამოაქვს საინვესტიციოდ სახელმწიფოს. […]
თბილისში 22 732 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – ნახეთ, აღდგენის დრო

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 22 732 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება დიღმის, ნაძალადევის, ნუცუბიძის, სამგორის, სანზონისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს. როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება ეტაპობრივად ყველა მისამართზე აღდგება – საბოლოო ჩართვა 16:00 საათზე განხორციელდება.
7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება

7 ნოემბრის ეპიზოდზე, დღეს, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება. საქალაქო სასამართლოში იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა. დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
“ბაღდათში, ტრაგედიამდე ქარმა იმდენი ხე მოგლიჯა, რამდენი ახალგაზრდაც ჩაიტანა მეწყერმა…” – რას წერს შოთო სიხარულიძე

“ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე, ბაღდათის ტრაგედიაზე წერს: “ბაღდათში ტრაგედიამდე, წინა დღეს ანუ ბაღდათის შესასვლელ გზაზე ქარმა ღამე ზუსტად იმდენი ნაძვის ხე მოთხარა და კახიანის ქუჩაზე რამდენიც ეს ანგელოზები ჩაიტანა მეწყერმა. სულ დიდი და გამორჩეულად ლამაზი ნაძვები. ერთმანეთის მიყოლებით იყო დაწვენილი გზაზე ეს ულამაზესი ხეები. ესეც რაღაც კავშირი იყო ალბათ სამყაროს. ზუსტად ამდენი ხე როგორ მოითხარა […]
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ბაიდენის საქმის პროკურორის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტს “ცუდი მეხსიერება” აქვს

რობერტ ჰურმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი იყო, უარი თქვა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ, თუმცა ანგარიშში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი “ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს” და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის “მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით”. პროკურორის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მაშინ, როცა ის ჩვეულებრივი […]
პუტინმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთს უკრაინისგან “საკუთარი მიწების დაბრუნების” უფლება აქვს

9 თებერვლის გამთენიისას გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც ამერიკელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა და FOX News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჩამოართვა. ინტერვიუს პირველი ნახევარი საათი პუტინმა, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზეზი დაესახელებინა, კარლსონისთვის რუსეთისა და უკრაინის “ისტორიის” მოყოლას დაუთმო. მან საუბარი დაიწყო მე-9 საუკუნიდან, კიევის რუსეთის დაარსებიდან და მივიდა მეორე მსოფლიო ომამდე. პუტინმა ისტორიის […]
თბილისის “დინამომ” “ვალმიერას” 2:0 მოუგო

დღეს თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ლატვიურ “ვალმიერას” დაუპირისპირდნენ. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებს სათამაშო უპირატესობა მატჩის სტარტიდან ბოლომდე ხელთ ეპყრათ. თავად შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით ვაჟა აზარაშვილისა და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. ტაიმის შუაში ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფორვარდი […]
დღეს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ტაშკენტის, შარტავას, ცაგერის, გურამ ფანჯიკიძის, ცაგარელის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გოთუას, იოსებიძის, კანდელაკის, გაგარინის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის […]