საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტი დღეს განიხილავს

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. მუხლობრივი განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება პარლამენტის საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 […]

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი – უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოქმედი წესით, იქნება ევროკომისიის რეკომენდაციის განგებ შეუსრულებლობის დემონსტრირება და ევროინტეგრაციის სურვილის წინააღმდეგ დემარში

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე დასანიშნად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი პროცედურა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორ ვაკანსიაზე კონკურსი ვაკანსიის წარმოშობამდე 10 თვით ადრეა გამოცხადებული. „საქართველომ ევროინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს 2023 წლის 8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშით დადგენილი 9 დათქმის ფარგლებში. გაფართოების ანგარიშის 2.2.1. პარაგრაფში საქართველოს […]

მიხეილ სარჯველაძე – გამოვხატოთ მზადყოფნა, რომ რაც შეიძლება ინტენსიური იყოს ჩვენი თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომის გახსნისას განაცხადა. მან გამოხატა ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა იმისთვის, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის […]

უკრაინა: რუსების გაშვებული 16 დრონიდან 10 გავანადგურეთ

9 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. “საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო […]

რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე?

საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს სახელმწიფო მხოლოდ ერთი პროგრამით აფინანსებს, რომელსაც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სტუდენტების დაფინანსებაზე ყოველწლიურად, რისთვისაც ცენტრს კითხვებით მივმართეთ. ჩვენი კითხვების საპასუხოდ, ცენტრისგან მივიღეთ ინფორმაცია 2022-2023 და 2023-2024 წლების განმავლობაში დაფინანსების ჯამური ოდენობისა და სტიპენდიების რაოდენობის შესახებ. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სასწავლო სასტიპენდიო […]

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა – აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-მამისონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველო სომხეთის საზღვარზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო სომხეთის საზღვარზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მომხმარებელი თურქეთიდან და საბერძნეთიდან ხშირად იწერს ავეჯს“- კივი პოსტი

„ჩვენი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად იწერს ავეჯს“- ამის შესახებ „კომერსანტს“ კივი პოსტის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შაინიძემ უთხრა, მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთიდან და თურქეთიდან სახმელეთო ტრანსპორტირების ტარიფი დაბალია, ავეჯის გამოწერა უღირთ. „ჩვენი მომხმარებელი, როგორც საბერძნეთიდან, ასევე თურქეთიდან ძალიან ხშირად იწერს ავეჯს, მაგალითად ძალიან მოთხოვნადია IKEA. გამომდინარე იქიდან, რომ ავეჯზე სახმელეთო გადაზიდვებზე დაბალი ტარიფია, მისი გამოწერა […]

ლურჯი ბარათი ფეხბურთში? – დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს. მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან. მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის რამდენიმე ოლქში 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე, 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქების ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე. ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონები, საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა. კლიჩკოვის ინფორმაციით, […]