ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საწვავის 62.5%-ი რუსეთიდან შემოდის – კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, 5 იმპორტიორის – 67%-ს. სააგენტოს შუალედური დასკვნით, ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური […]

რუსეთში, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ადგილობრივი ხელისუფლება ღამის 2 საათისთვის დაწყებული ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრამდე რამდენიმე აფეთქება მოხდა. დღეს დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა. […]

პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს

პარლამენტი მეორე მსმენით “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრების არჩევას ეხება. ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე საჭირო იქნება 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგა, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება და თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება. […]

საბურთალოს და ნაძალადევის ნაწილს წყალი დროებით შეუწყდა – “ჯივიპის” განცხადება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. საბურთალოს რაიონი, ჟიული შარტავას ქ. N 39 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:30-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჟიული შარტავას 39, 39ა, 39ბ, 39დ. ნაძალადევის რაიონი, ხორნაბუჯის ქ. N 18 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:30-დან 18:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხორნაბუჯის ქუჩას.

“ჩემი აზრით, მიდგომა არის გადასახედი“ – ხიშტოვანი პრივატიზების გეგმაზე

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019-23 წლებში სახელმწიფო პრივატიზების პროგრამით “100 ქონება ბიზნესს”, პრივატიზების შედეგად ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზების ტემპი მეტად ვერ დაჩქარდება, რადგან ის სრულად მორგებულია კერძო სექტორის შესაძლებლობებს. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიმზიდველი ქონება გამოაქვს საინვესტიციოდ სახელმწიფოს. […]

“სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი უფრო მოქნილი უნდა იყოს”-ლევან ვეფხვაძე

„ეს იმ ტემპის მაქსიმუმია, რის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია“ – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში პრივატიზების ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებულ კითხვას. დავითაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც ნიშნავს რომ პრივატიზების გეგმა 100%-ზე მეტად შესრულდა. კითხვაზე თუ როგორ უნდა გაიზარდოს უფრო მეტად სახელმწიფო ქონებების […]

პიცერია “პაცცა • PAZZA”-ს Gault & Millau Georgia-სგან გოემიოს ნიშანი მიენიჭა

პიცერია “პაცცა • PAZZA”-ს მიენიჭა, მთელს მსოფლიოში ცნობილი, მომსახურებისა და კვების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მაღალი კლასის შემფასებლის, Gault & Millau Georgia-სგან გოემიოს ნიშანი, როგორც საუკეთესო ხარისხის გარანტი. “აბსოლუტური სიგიჟეა, ვაკეში, ნახევარსარდაფში გახსნილ პაცცას, დღეს, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილის სტატუსი მიენიჭოს. პიცერია პაცცა • PAZZA-ს მიენიჭა, მთელს მსოფლიოში ცნობილი, მომსახურებისა და კვების ერთ-ერთი ყველაზე […]

დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში – ქართული დიასპორას“ ორგანიზებით, ქ. დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა. ქართული საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა საქართველოდან მოწვეული სტუმრების – ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ნატალია ზუმბაძის; მუსიკოლოგიის დოქტორის, ეთნომუსიკოლოგის, დავით შუღლიაშვილის; ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის […]

დიმიტრი მედვედევი – ალექსანდრ სირსკის ბიოგრაფია სიძულვილის გრძნობას იწვევს – ზიზღის განცდა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო და მოღალატე გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის ბიოგრაფია სიძულვილისა და ზიზღის გრძნობას იწვევს – ის საბჭოთა, რუსი ოფიცერი იყო და ახლა ნაცისტებს ემსახურება, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, სირსკის ბიოგრაფიის გადახედვისას, სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა გეუფლება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე. გარდა ამისა, მისი […]