კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება – ის ძალიან კომპეტენტური ადამიანი და ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია

[ირაკლი კობახიძე] დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. „ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო […]

კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე – გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება – ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ. „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს […]

გიორგი კალანდარიშვილი – როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირს?! – კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან თავის მსხვერპლად წარმოჩენა ხდება

როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით?! – კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ხდება თავისი თავის მსხვერპლად წარმოჩენა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის […]

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს – სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ზმიევის თემში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს“, – აღნიშნა […]

ხატია დეკანოიძე – კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?!

კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?! – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არაფერი გვარების შეცვლით არ იცვლება, რადგან მაინც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. „გუშინ თავად კობახიძის გამოსვლამ დაადასტურა ეს, როცა მან ალბათ, 10 ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის […]

შალვა პაპუაშვილი – უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში

უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, რომ არასამთავრობოები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მისივე განმარტებით, ისინი ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს […]

ევროპის რომელ ქვეყნებშია სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალი?

ორგანიზაცია Tax Foundation-ის თანახმად, საშუალო ევროპელი მოქალაქე სახელმწიფო გადასახადებში საკუთარი ხელფასის ⅓-ზე მეტს ხარჯავს. ბუნებრივია, გადასახადების ოდენობა ქვეყნიდან ქვეყნამდე იცვლება და არც ისაა გასაკვირი, რომ დასავლეთ ევროპისა და უფრო განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა შედარებით მეტს იხდის. Euronews-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალია, დანია (55.9%), ავსტრია (55%), პორტუგალია (53%), შვეიცარია (52.3%) და ბელგია (50%) […]

პუტინი უკრაინის ომზე: ადრე თუ გვიან, შეთანხმებას მაინც მივაღწევთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგება და შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტის, FOX News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. უკრაინაში ეს დაუსრულებელი მობილიზაცია, ისტერიკა, შიდა პრობლემები, ეს ყველაფერი… ადრე თუ გვიან, მაინც მივაღწევთ შეთანხმებას. და იცით […]

უხვი ნალექის შედეგად გაზრდილი რისკების გამო “ჯორჯიან მანგანეზი” 4 მაღაროს დროებით ხურავს

ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურება. “ჯორჯიან მანგანეზი” მიზეზად უხვ ნალექს ასახელებს, რომელმაც მაღაროში დასაქმებულთა უსაფრთხოების რისკები გაზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ამ არსებულ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. “ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე […]