“ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტის ხედვა გატარდეს პრაქტიკაში” – მელია

კონსულტაციების მე-3 დღე ათონელის რეზიდენციაში – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, შეხვედრების მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და ქარტიის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ჩამოყალიბებაა. “საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეხება ამ ქვეყნის კეთილდღეობას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას. ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, შეხვედრის შედეგად რაც ჩემთვის […]

“მას ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ რომ ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე, ეს კი ომში მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს” – გიორგი კობერიძე

ზელენსკიმ გადააყენა უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი და გენერალი სირსკით ჩაანაცვლა, რომელიც კიევის დაცვითა და ხარკოვის კონტრიერიშით კიდევ უფრო პოპულარული გახდა. სირსკი 58 წლისაა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება აქვს. იგი კარგი გენერალია, ამ ომში მნიშვნელოვანი შედეგებით მაგრამ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში მასზე ცალსახად პოზიტიური შეხედულება არაა. თუმცა ვნახოთ. ახალ გენერალს დრო სჭირდება ახალი გუნდის […]

პუტინს ამერიკელი ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, არ გამორიცხავს Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას, იმ პირობით, რომ აშშ გადადგამს “საპასუხო ნაბიჯებს”. რუსეთი გერშკოვიჩს ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, რასაც აშშ უარყოფს. თითქმის ერთი წელია ის ციხეშია. Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუს დროს პუტინს სთხოვა კეთილგანწობის ნიშნად მისი გათავისუფლება. პუტინმა თქვა, რომ მსგავსი […]

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსულური ძალადობისთვის დააკავეს

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ორ მილიონამდე მსესხებელი და 43.7 მილიარდ ლარზე მეტი გაცემული კრედიტი – საქართველოს რამდენი მოქალაქეა „შავ სიაში“

2024 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 199 344 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 384 386-ს შეადგენს, რაც შეეხება თანხას, ნაშთი 2.1 მლრდ ლარს აღემატება. საერთო ჯამში, 2024 წლის იანვრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 926 343 ადამიანს აქვს, ჯამში 43 743 844 632 ლარის მოცულობის. მსესხებლების უმეტესობა საბანკო […]

მთავრობის სტრატკომს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ის ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მანამდე კი, პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. „წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, – წერს მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ […]

მთავრობის სტრატკომის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა. ინფორმაციას სტრატკომის ყოფილი უფროსი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს. ფეიქრიშვილი თანამდებობაზე ნინო გიორგობიანს ცვლის, რომელიც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ გახდა.

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ვადა მინიმუმ 14 აპრილამდე გაახანგრძლივა

ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან საზღვარი კიდევ მინიმუმ ორი თვე, 14 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი. შესაბამისი გადაწყვეტილება 8 თებერვალს ფინეთის სახელმწიფო საბჭომ მიიღო. მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან გახშირდა არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემოდინება, ფინეთმა რუსეთის საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. იანვრის დასაწყისში რუსეთ-ფინეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა 11-მა ირანელმა, რომლებიც მოგვიანებით […]

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ცესკოს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს – წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ

ოპოზიციის მთავარი წუხილი და ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ცესკოს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს – ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღელვებს, რადგან წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ, – ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი. როგორც იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის რაც რეალურად ოპოზიციას სურს, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებასთან კავშირში […]

ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის […]