“ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტის ხედვა გატარდეს პრაქტიკაში” – მელია

კონსულტაციების მე-3 დღე ათონელის რეზიდენციაში – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, შეხვედრების მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და ქარტიის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ჩამოყალიბებაა.
“საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეხება ამ ქვეყნის კეთილდღეობას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას. ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, შეხვედრის შედეგად რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გატარდეს პრაქტიკაში. პირველ რიგში, მიმდინარე წელს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენტუნარიანი საარჩევნო სისტემის ფარგლებში შეჯიბრებითობა,” – თქვა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პრეზიდენტს შეხვდნენ “გირჩი – მეტი თავისუფლების,” “ლელოსა” და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?