მიხეილ სააკაშვილი – ვაპირებ, რომ სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს – მზად ვარ, არჩევნებში ვიყო ბრძოლის წინა ხაზზე

მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის აპირებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ფრონზე“ ბრძოლას, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი. „მე ვაპირებ, რომ […]

მიხეილ სააკაშვილი – მოქმედი პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი – იპოდრომი პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია

არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი – იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. […]

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე – საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ირაკლი კობახიძეს

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. „საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ირაკლი კობახიძეს! განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ!“ – წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელ X-ზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ. მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ხელახლა გამოსაცხადებლად, […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ხან იუნისში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ბრძოლა გრძელდება და „ჰამასის“ უჯრედების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სამხრეთში, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში, კომანდოს ბრიგადა მოქმედებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებს. ისრაელი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში, ხან იუნისში „ჰამასის“ 20-მდე წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამასთან, ხან იუნისში ისრაელელმა სამხედროებმა დაარტყეს რამდენიმე შენობას, რომლებიც, მათი […]

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, მივმართო აშშ-ის კონგრესს – გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება

მინდა, მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს – გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, ინგლისურ ენაზე გაკეთებული მიმართვისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. „მინდა მივმართო ჩემს მეგობარ […]

რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა დილის საათებში ბაზრის აგროგანყოფილებაში […]

უკრაინაში ადასტურებენ რუსეთის 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ მათი სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელსაც წელიწადში 3,6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება შეეძლო და მისი ღირებულება 50 მილიონი დოლარია. კრასნოდარის მხარის ხელისუფლების თანახმად, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ […]

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ შეწყდა […]