ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს დამაბრკოლებელი ვერ გახდება მომავალ არჩევნებზე, რადგან დაპატიმრებული პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კენჭს როგორც ევროკავშირის მოქალაქე ისე იყრიდა და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს: მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს, ასე რომ ამ პრეცენდენტის გათვალისწინებით, მე […]

“მაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა ეს უთხრა სააკაშვილს”– ბექა ოდიშარია

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გადმოიტანოთ იქნებ რამენაირად პროცესები რუსთაველზეო, მაგრამ ქალბატონმა სალომემ უთხრა, მე არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო,” – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპასუხოდ “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია აკეთებს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს სულელური მოწოდებები ქე, მაინც არ გამოიყენოს სალომე ზურაბიშვიოლმა. საიდან მოიტანა, რა არის […]

“ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ…” – სააკაშვილის შეთავაზება ზურაბიშვილს

“მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახლის პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში,” – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. მინდა მივესალმო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობისთვის პლატფორმის ინიცირებას. ერთადერთი ჩემი აზრი არის, რომ ახლა აღარ არის დისკუსიების და ლაპარაკის დრო, ახლა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების […]

სააკაშვილი: ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას

2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-85 წლის ასაკის 2,735 მილიონი ადამიანი გვყავს. 2021 წლის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლების საერთო რაოდენობა იყო 3,497 მილიონი. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა არის 762 ათასი. მათი აზრით გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობით. 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა ცესკოს რაოდენობაში, არავინ ზუსტად არ ცის. შეიძლება […]

პაპუაშვილი თავს ესხმის NGO-ებს და მათი საქმიანობის საჯაროობისთვის “შეთანხმებაზე” საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მორიგ ჯერზე თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ “მიკერძოებაში” ადანაშაულებს. პაპუაშვილი წერილში აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საუბრობს NGO-ების დაფინანსებასა და მათი “დონორების პასუხისმგებლობაზე”. პაპუაშვილის იდეაა, არჩევნების წინ დაიდოს “საჯარო შეთანხმება”, რომელიც გაასაჯაროებს იმ NGO-ების დაფინანსებისა და საქმიანობას, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკასთან კავშირში არიან. გარდა ამისა, პაპუაშვილი თავისუფალი და […]

პირველად საქართველოში, “Nexia საქართველომ” ბუღალტრულ სამუშაოებში რობოტები ჩართო

ბუღალტრის პროფესია მუდმივ, რუტინულ შრომასთანაა დაკავშირებული, რასაც დროისა და ადამიანური რესურსების დანაკარგამდე მივყავართ. ამ გამოწვევის საპასუხოდ აუდიტორულმა კომპანია “ნექსია საქართველომ” პროცესში რობოტული პროგრამები ჩართო, რომლებიც რუტინულ “შავ საქმეს” ბუღალტრის ნაცვლად ასრულებს – პროექტის შესახებ უფრო დეტალურად გელა მღებრიშვილი, “ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბუღალტრო პროცესებში კომპანია რობოტებს, უკვე 2 წელია, აქტიურად იყენებს. […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „Meliora 2024“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2024”-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, Meliora–ს საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ბიზნეს კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები დეტალურად გააცნეს. BAG-ის წევრ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია Meliora 2024-ის კატეგორიებსა და ქვეთემებზე, ასევე შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საკონკურსო განაცხადების შევსების ინსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, […]

მიხეილ სააკაშვილი – დღევანდელი სასამართლო და ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, ეროვნული ღირსების შელახვა

დღევანდელი სასამართლო და ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის შეურაცხყოფა, ქართული საზოგადოების თითოეული წევრის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რაც დღეს სასამართლო დარბაზში და მის მიმართ ხდება არის ეროვნული ღირსების შელახვა. „არავის სჯერა და არც უნდა დაიჯეროს, რომ მე მართლაც მასამართლებენ […]

მიხეილ სააკაშვილი – ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც შინაური და ვერც გარე დამკვირვებელი არჩევნების დღეს დარღვევას ვერ იპოვის – ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას

ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის – ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ […]

ექიმი ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ მამაკაცზე – ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყსა და ზემო კიდურზე – პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილი 26 წლის მამაკაცი კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული. „პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. […]