კიმ ჩენ ინი: თუ მტრები ჩვენ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, ჩვენ მათ გავანადგურებთ

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების 91-ე წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კიდევ ერთხელ დაემუქრა სამხრეთ კორეასა და აშშ-ს და თქვა, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა მტერს გაანადგურებს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. “თუ მტრები შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენ თამამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ისტორიის შესაცვლელად და არ მოვერიდებით ჩვენი ძალის […]
ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაში გამორჩეული პირადი დამსახურებებისთვის, ასევე, უკრაინელი ხალხისთვის თავგანწირული მსახურებისთვის, ვბრძანებ, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს ვალერი ზალუჟნის“, – ნათქვამია ზელენსკის ბრძანებაში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზალუჟნი თითქმის ორი წელი იკავებდა უკრაინის არმიის მთავარსარდლის პოსტს და უკრაინაში […]
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. Previous: უმუშევრობაზე საუბრობს ის გუნდი, რომელიც ბიზნესს ატერორებდა – დიმიტრი ხუნდაძე Next: საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ […]
საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ირაკლი კობახიძეს – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. „Საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ირაკლი კობახიძეს! განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ!“ – წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელ X-ზე. Previous: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „Meliora 2024“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2024“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, Meliora–ს საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ბიზნეს კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები დეტალურად გააცნეს. BAG-ის წევრ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია Meliora 2024-ის კატეგორიებსა და ქვეთემებზე, ასევე შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საკონკურსო განაცხადების შევსების ინსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, […]
100 უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინასა და რუსეთს შორის რიგით 51-ე ტყვეთა გაცვლა შედგა. მხარეებმა 100 სამხედრო არაბთა გაერთიანებულ საემიროების შუამავლობით გაცვალეს. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის უკრაინის ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო, უკრაინის შეიარაღებული ძალების 26 თანამშრომელი და 25 მესაზღვრე არიან. გათავისუფლებულთაგან, სულ მცირე, 28 დაშავებულია ან მძიმედ დაავადებული. ყველაზე უფროსი 62 წლისაა, უმცროსი კი 20-ის. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულთა […]
მთავრობის სტრატკომს “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი უხელმძღვანელებს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე სამთავრობო მედია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ნინო გიორგობიანს შეცვლის – ინფორმაციას ნინო გიორგობიანი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. “წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ” – წერს ნინო გიორგობიანი. მიშა ფეიქრიშვილი 2021 წლიდან […]
თიბისი ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს – გაბედე, ისწავლე, შექმენი, შეცვალე, შთააგონე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს. აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით. განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება. თიბისის გუნდისთვის გამარჯვებისა და […]
თიბისი აკადემიაში რისკების მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა […]
BTU-ში GeorgiAI-ს პრეზენტაცია გაიმართა

GeorgiAI – მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს. GeorgiAI განთავსებულია GPTstore-ზე. GPTstore გახლავთ OpenAI-ის GPT Builder, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა გლობალური ტექნოლოგიური სფეროსთვის. საინფორმაციო ფონდის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. GeorgiAI გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც „პალიტრა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეიქმნა და მოიცავს როგორც მოცულობით, […]