ლარი წლიურად 14.8%-ით გამყარდა

ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.8%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0.8%-ით გამყარდა. […]
“კრიტიკისა და კონკურენტების გარეშე” – OSCE აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე

“არჩევნების მომზადებამდე არ არსებობდა პლურალიზმი, კრიტიკული ხმები კი მუდმივად ჩახშობილი იყო. შეკრების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის მრავალწლიანი შეზღუდვა კიდევ უფრო გაძლიერდა კანონმდებლობაში უკანასკნელი ცვლილებებით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს”, – ასე აფასებს OSCE -ს მისია საპრეზიდენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა. ეუთოს განცხადებითვე, აზერბაიჯანმა არ გაითვალისწინა რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც […]
„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

„ქართული ოცნება“ აუქმებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. აღნიშნული ცვლილებება მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანა. მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს, 9 თებერვალს, მიმდინარეობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – ერთი არჩეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდანაა […]
სააკაშვილი აპირებს, ენმ-ის “პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს” უხელმძღვანელოს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას განაცხადა, რომ მზადაა არჩევნებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყოს. „მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად […]
ისრაელმა კვლავ დაბომბა ღაზა, ბაიდენის მხრიდან კრიტიკის შემდეგ

ისრაელის ძალებმა კვლავ განახორციელეს ლეტალური საჰაერო თავდასხმები ღაზაზე. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა “გადაჭარბებული” უწოდა ჰამასის მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბერს მიტანილ იერიშზე ისრაელის სამხედრო პასუხს. (აშშ და ევროკავშირი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.) ისრაელი განაგრძობს თავის სამხედრო კამპანიას იმ ფონზე, როცა დიპლომატები ცდილობენ, გადაარჩინონ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა […]
რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს, რათა საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ

რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს, რათა საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის […]
გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? – ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას

ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას. ახლა, ახალგაზრდებს ამოეფარნენ და თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ “ქათული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას […]
ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას – ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. “ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე.” – წერს […]
“ასე ეპყრობა მევახშეების რეჟიმი პოეტებს და მწერლებს” – კაკაბაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. მის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება კი შეწყდა. კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხალხი ხატიაშვილის ოჯახის სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა, მწერალი პოლიციის […]
ფორა 500 ათასი ხმით ოცნებას და ხმების მცველი სკოლა – რას აანონსებს სააკაშვილი

“ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას” – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე აკეთებს და ამბობს: “2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს. 2021 წლის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი, ამ ორ რიცხვში სხვაობა არის 762 ათასი, ანუ მათი აზრით, გამოდის, […]