“როგორც ჩანს, “ატლეტიკო” 6 ფეხბურთელით ითამაშებს” – იოზილმა მადრიდელებს დასცინა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ლურჯი ბარათების შემოღებას გეგმავს. აღნიშნულ ამბავს მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი მესუთ იოზილი გამოეხმაურა. “გამოდის, რომ “ატლეტიკო” 6 ფეხბურთელით ითამაშებს?”, – დაწერა სოციალურ ქსელში იოზილმა. შეგახსენებთ, მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად […]
2031 წლიდან საქართველომ იმაზე მეტი დენი უნდა აწარმოოს, ვიდრე მოიხმარს – ცვლილება “თავისუფლების აქტში”

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, აიღოს ვალდებულება ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია მთლიან მოხმარებას აჭარბებდეს – ამას ითვალისწინებს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი. კანონპროექტი პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა წარადგინეს. მისი მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ენერგეტიკული სექტორის ხელშეწყობის ისეთი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა განმტკიცდეს. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი რამდენიმე ძირითად საკითხს აწესრიგებს – მათ […]
ანა ნაცვლიშვილი – ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ თქვენს მიერ მომზადებული ერთპარტიული ვერსია ნაგვის ყუთშია გადასაგდები – თქვენ ადექით და ნაგვის ყუთში ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ

ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ თქვენს მიერ მომზადებული ერთპარტიული ვერსია ნაგვის ყუთშია გადასაგდები – თქვენ ადექით და ნაგვის ყუთში ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ, – ამის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით გამართულ დებატებისას განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ევროკომისია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციასთან დაკავშირებით იტყვის, […]
ილიაუნიში პანელური დისკუსია „საქართველოს ევროპული გზა: მედეგობა ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში“ გაიმართა

8 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პანელური დისკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისოდ აღიარებულმა პოლიტიკის მეცნიერებმა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა, ტანია ბიორცელიმ და თომას რისემ. „პანელის მონაწილეებმა აკადემიურ ჭრილში მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები, […]
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. „ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის […]
მიხეილ სააკაშვილი – ვერთვები კამპანიაში როგორც „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი – აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ თავი გადავდო სამშობლოსთვის – ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლის სახელით ერთვება. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. „დღეს პირველადაა, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში. უშუალოდ ვერთვები როგორც „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი. ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის […]
ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კანონის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში წარუდგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა […]
ცესკოში „მოქალაქეების“ წევრი ივანე ნორაკიძე – „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას

მმართველი გუნდის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას, – ამის შესახებ პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა, ცესკოს წევრმა, ივანე ნორაკიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, „ცესკოში ოპოზიციური მოადგილის თანამდებობის გაუქმება შეამცირებს ოპოზიციის როლს და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესის ბალანსზე და […]
თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. „გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის […]
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს. როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამუშაოებში 52 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. „მეოთხე დღეა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე იწმინდება დამეწყრილი მონაკვეთები. საერთო ჯამში, 115 მიმართულებიდან ამ ეტაპზე გაწმენდილია 60 […]