ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს – სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოცში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა. 84 ხმით, […]
პაატა მანჯგალაძე – მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მანჯგალაძის თქმით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივად კომუნიკაცია აქვთ. „2020 წელს მიხეილ […]
ირაკლი კობახიძე – ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პატივია, რომ პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რანგში, შედგა სწორედ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი შეხვედრა უკვე დასრულდა. „შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. მადლობა გადავუხადე ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. წარვადგინე ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მქონდა საუბარი იმ საკითხებზე რაც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის რესურსების გაძლიერებას. ჩემთვის […]
ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს – თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერიც – ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ

ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა. „ქალბატონ ანა […]
ანა წითლიძე – მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის არის მთავარი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი არის მთავარი ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“. მისი პატიმრობა გარდა პოლიტიკური უსამართლობისა, ასევე არის ეკონომიკური შესაძლებლობის და სარგებლის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის […]
ისრაელის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური – ისრაელის თავდაცვის ძალები ომის გაფართოებისთვის ემზადება

ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდონმა ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული თემების მერებსა და საბჭოს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გორდინმა დაარწმუნა ადგილობრივი ოფიციალური პირები, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანია, შეცვალოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება ჩრდილოეთში ისე, რომ მოსახლეობას უსაფრთხოდ და […]
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. „პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 01:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ჰუგო ჰუბერტის, ვლადიმერ მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, თბილისში აღმაშენებლის […]
სააკაშვილი: სათავეში ჩავუდგები ენმ-ის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიციირებას, თუმცა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილას ამ პლატფორმას „ქუჩაში გადმოიტანდა“. „რუსთაველის გავსება შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე იზიარებს ასეთ ინიციატივას, ჩვენ მხარს დავუჭერთ“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, თავად აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს. „ვაპირებ, ვიყო ამ ბორდის […]
2200 გაყიდული ავტომობილი – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გასულ წელს აჯამებს

საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“, რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ […]