“შეშფოთებული ვარ” – აფხაზი დეპუტატი “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონზე

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა და სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუთ ხუტაბამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა. “ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია. სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ძლიერ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ზოგიერთ დასავლურ ორგანიზაციასთან, არამედ, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებაზე და ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე” ,- ამბობს […]
რატომ დაუპირისპირდნენ ტეილორ სვიფტს ამერიკელი ულტრამემარჯვენეები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ტეილორ სვიფტი ცოტა ხნის წინ ამერიკელი ულტრამემარჯვენეების შეთქმულების თეორიების სამიზნე გახდა. ამ კონსპირაციების თანახმად, სვიფტი არის „იარაღი“, რომლითაც ჯო ბაიდენს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოაგებინონ, რისთვისაც „ელიტები“ ძალ-ღონეს არ იშურებენ და სპორტული შეჯიბრებების შედეგებსაც მანიპულირებენ. „სი-ენ-ენის“ ცნობით, სვიფტის კრიტიკას მემარჯვენე და კონსერვატიული წრეები უკვე რამდენიმე კვირაა, აწარმოებენ, თუმცა ამჟამინდელი […]
BLOOMBERG: EU-ს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის არმიას და ტექნოლოგიებს შეეხება

ევროკავშირი გეგმავს, ახალი სანქციები დააწესოს 55 კომპანიისა და 60-ზე მეტი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, შეზღუდვები შეეხება იმ პირებს და კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ იარაღის წარმოებაში და იმ ძირითადი ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიწოდებაში, რომელსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის წარმოებისთვის იყენებენ. სანქციები, რომელთა ამოქმედება […]
პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს “სამოქალაქო ომის ელემენტები” აქვს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს “სამოქალაქო ომის ელემენტები” აქვს. ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პუტინმა საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად მაგალითად მოიყვანა ისტორია, რომელიც, თითქოსდა, მიმდინარე ომის დროს ფრონტზე მოხდა. “მოვიყვან უჩვეულო მაგალითებს. ბრძოლის ველზე მიმდინარეობს შეტაკება, კონკრეტული მაგალითია: უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ – ეს არის კონკრეტული ცხოვრებისეული […]
Al Arabiya: კატარი და აშშ ჰამასის ლიდერების დოჰადან გაძევების გეგმაზე მუშაობენ

აშშ-ს და კატარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დოჰადან ჰამასის ლიდერების სამართლებრივად გაძევების გზებზე იმუშავებენ. ინფორმაცია ამის შესახებ, საუდის არაბეთის Al Arabiya-მ გაავრცელა. ჰამასის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე დოჰაში ცხოვრობს. მასთან ერთად კატარში ჰამასის სხვა ლიდერებიც ცხოვრობენ, როგორებიცაა მაღალი თანამდებობის პირები მუსა აბუ მარზუკი და ხალედ მაშალი. ჰამასის ერთადერთი ლიდერი, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ დრომდე […]
თავისუფლების ინსტიტუტი: პაპუაშვილის ინსინუაცია ადასტურებს – სამართლიანობას ვემსახურებით

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი პასუხობს შალვა პაპუაშვილის წერილს, რომლის მიხედვითაც ტაბულა თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ევროპული საქართველოს განშტოებაა. “პარლამენტის თავმჯდომარის უსაფუძვლო ინსინუაცია მხოლოდ ადასტურებს, რომ ურყევად ვემსახურებით სამართლიან საქმეს. მადლობას ვუხდით დაფასებისთვის, რისი მიზეზებიც ამხ. პაპუაშვილს არც მომავალში გამოელევა” – წერს თავისუფლების ინსტიტუტი. “პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ დიდი ხნის დაწყებულ კუდიანებზე […]
88 წლის ასაკში იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოძავა გარდაიცვალა

88 წლის ასაკში იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოძავა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ოძავამ ტოკიოს ტოხო გაკუენის სახელობის მუსიკალური აკადემია, ფორტეპიანოს მიმართულებით დაამთავრა. მომავალმა დირიჟორმა რაგბის თამაშისას თითები დაიზიანა, რის გამოც პიანისტის კარიერაზე უარის თქმა მოუწია. 1959 წელს, იმავე სასწავლებელში, ოძავამ დირიჟორის ფაკულტეტის დიპლომი მიიღო, იმავე წელს გახდა ბეზანსოსის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მოგვიანებით სწავლობდა ჯერ […]
ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირების წოდება მიენიჭათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული. ზალუჟნის ჯილდო გადაეცა „განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“. გარდა ამისა, ზალუჟნი დაჯილდოვდა „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა ასევე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ კირილო […]
ბორჯღალოსნები | სენდაიდან სიდნეიმდე – პირველი ტესტი ავსტრალიასთან

2024 წლის ივლისში “ბორჯღალოსნები” ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ორ თამაშს გამართავენ. 13 ივლისს საქართველო იაპონიას ეწვევა და „საკურებს“ სენდაიში, ერთი კვირის თავზე კი, 20 ივლისს, ავსტრალიას სიდნეიში ერკინება. ეს იქნება „ვოლაბებთან“ მესამე დაპირისპირება – პირველი მსოფლიო თასს მიღმა. საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში ორი […]
“ეს არის ღია ალიანსი, ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის” – კობახიძე

ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის – ასე აფასებს ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. კობახიძის თქმით, საარჩევნოდ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არანაირი შანსები არ აქვს. ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ეს არის […]