საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები მორიგი მცდარი ნარატივის გავრცელების მიზეზი გახდა, რომელსაც ზოგიერთი დაინტერესებული მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით იყენებს. ამჯერად არასწორ და მადისკრედიტებელ ინფორმაციას პარტია “ლელოს” მიერ დანიშნული ცესკოს წევრი, ამავდროულად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სიორიძე, ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული და ეთიკური ნორმები და პირველ რიგში თავად იყოს […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.48 თეთრით გაუფასურდა. 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6543 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8584 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.
POG: შსს-ს თანამშრომელი დავაკავეთ, რომელიც მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

პროკურატურამ დუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის დაღუპვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მანქანით დაჯახების შემდეგ, ფეხით მოსიარულე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და ადგილიდან მიიმალა. “გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შსს-ს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ მანქანას მართავდა, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია, ავტომობილის უსაფრთხო […]
პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა: „ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო […]
პუტინი მიანიშნებს, რომ ამერიკელ ჟურნალისტს ხანგოშვილის მკვლელის სანაცვლოდ გაათავისუფლებს

ვლადიმერ პუტინი მიანიშნებს, რომ მოსკოვი მზადაა, გაათავისუფლოს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, თუ გერმანია სანაცვლოდ მოსკოვს გადასცემს ვადიმ კრასიკოვს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულს. ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუსას ჰკითხა პუტინს, ხომ არ გაათავისუფლებდა პატიმრობიდან ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი მზადაა. თუმცა მიანიშნა, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთს სურს, უკან […]
შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ხანდაზმული კაცი დააკავეს

10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხანდაზმულ კაცს, რომელიც შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს. შემთხვევა 7 თებერვალს ქობულეთში მოხდა. 80 წლამდე კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე […]
ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში: “ადრე თუ გვიან მაინც მოვრიგდებით”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში და მისი გამომწვევი უწოდა 2014 წლის „კიევის სახელმწიფო გადატრიალებას“ და შემდგომში კიევის უარს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. მან ვაშინგტონს თავისი პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდა და დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის დიალოგისთვის. ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს სრული ორსაათიანი […]
კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. პრემიერს თავდაცვის სამინისტროში უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ. პრემიერმინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და რეფორმების გაგრძელების პირობა მისცა. 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს. კობახიძის […]
დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, მთავრობიდან NGO-ზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოვიდეს

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ, შესაძლოა, არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე თავდასხმის მიმართულებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიღოს. “ეს არის მორიგი შეტევა არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ვინც მაგალითად, ჩართულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კონტექსტში და ჩატარებაში, ვინც ჩართულია კორუფციის კვლევაში. მე არ გამოვრიცხავ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოვიდეს მთავრობიდან, […]
საქართველოში გაზის მოპოვება გაიზარდა, ნავთობის – შემცირდა

როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დგინდება, საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა, ბუნებრივი გაზის კი გაიზარდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 35.3 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 9.73%-ით ნაკლებია. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ნავთობის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს იყო ( 57.6 ათასი ტონა ), ყველაზე […]