საქართველოს რეგიონებში უკონტროლო კორუფციაა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციის რუკას აქვეყნებს და სავარაუდო კორუფციული ფაქტების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს რეგიონებში კორუფციას უკონტროლო სახე აქვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სავარაუდო სამართალდარღვევების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები არასაკმარისად ან საერთოდ არ რეაგირებენ. კორუფციის რუკა აერთიანებს თანამდებობის პირებთან და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებით მსხვილ კონტრაქტებს […]

“ქალი საოცრება გაგცვალეს იასკოში” – რა რეაქცია ჰქონდა სოფოს ლიზას ხსენებისას

· 1 306 საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქალბატონებთან კავშირზე მთელი საქართვეო უკვე წლებია საუბრობს. მისი და სოფო ნიჟარაძის რომანზე მგონი უვე ყველამ იცის. მათ საერთო შვილიც ჰყავთ. ამ რომანისას მიხეილს ცოლად სანდრა რულოვსი ჰყავდა. ამჟამად სააკაშვილი ლიზა იასოსთან ერთადაა, თუმცა მასთან დროს ვერ ატარებს, რადგან საპყრობილეშია. პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან […]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პორტსმუტის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ – ვახტანგ ფარესიშვილმა და პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციური სერვისების დირექტორმა – სარა დაკერინგმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის […]

საპენსიო სააგენტო 31 იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტო 31 იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა, კი 896 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,444,406.29 ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორამციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს […]

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძეს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით მსურს გულწრფელად მოგილოცოთ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ლი ჩიანგი, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ის მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. “თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა […]

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებასა და ურთიერთობაზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. „მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით იყოს განვითარებული და უფრო მაღალ ეტაპზე […]

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს სამ საათზე მეტია რაც ოპერაცია უტარდება

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს კლინიკა „რუსთავში“ სამ საათზე მეტია რაც ოპერაცია უტარდება. მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცლის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი […]

დანიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს

რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გამოცემა Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა. „სამხედრო ტექნიკის წარმოებაში რუსეთის პოტენციალი ძალიან გაიზარდა… არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ სამი-ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი სიმყარეზე გამოცდის მე-5 მუხლსა და ნატო-ს სოლიდარობას. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს ახალი […]

პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის […]