შოთა არველაძის გუნდმა ისევ გაიმარჯვა

ემრე მორი ეს ბიჭი სულ ცოტა ხნის წინ თურქული ფეხბურთის საუკუნის ტალანტად შერაცხეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ,,დორტმუნდში დაიწყო და შემდეგ დაიკარგა საერთოდ და აი თურმე სად ყოფილა,,ისე მაგრათ მიკვირს თურქეთის ჩემპიონატის მაჩანჩალობა არადა რესურსი აქვთ ძალიან დიდი

ფრე ოთხი მოგების შემდეგ – ლოჩოშვილის “კრემონეზე” მეორე ადგილზეა

სერია B-ს 24-ე ტურში „კრემონეზესა“ და „რეჯანას“ მატჩი 1:1 დასრულდა. „კრემონეზე“ ჩემპიონატზე მოპოვებული ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ სახლში ფრეს დასჯერდა. სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა. კრემონული გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზეა და 16 თებერვალს გასვლაზე „ასკოლის“ შეხვდება. კრემონეზე – რეჯანა 1:1 გოლები: 0:1 მარკანდალი (57), 1:1 კოდა (70) გაძევება: იონსენი (90, კრემონეზე)

პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც პროპაგანდის პლატფორმას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან – აშშ-ის მემარჯვენე ჟურნალისტთან, რომელიც ცნობილია შეთქმულების თეორიების გავრცელებით და კითხვებით რუსეთის ძალებთან მებრძოლი კიევის აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის თაობაზე – ფართოდ აკრიტიკებენ რუსეთის ლიდერისთვის პროპაგანდის პლატფორმის შექმნისთვის. ეს იყო პირველი ინტერვიუ, რომელიც პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს მისცა მას მერე, რაც მოსკოვი თითქმის ორი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა. ინტერვიუში, რომელიც […]

ზახაროვა: მიზნად ვისახავთ თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, თუ საპასუხო ნაბიჯები იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წელს რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკა გაატარა და მოსკოვი მიზნად ისახავს ურთიერთობის ნორმალიზაციას, თუ თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება. ამის შესახებ ზახაროვამ ისაუბრა მედიების შეკითხვებზე გაცემულ პასუხში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა. “საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს რუსეთთან ურთიერთობის მიმართებით პრაგმატული ხაზი გაატარა. ჩვენი მხრივ, გაუქმდა […]

ხობში მანქანის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ხობში მანქანის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ტაბულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

მაია სანდუ – არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტელეარხ Moldova 1-თან საუბარში განაცხადა. “ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე… მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მაცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ნამქერის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]

თურქეთის ექსპორტმა იანვარში $20,3 მლრდ შეადგინა

თურქული ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა და$20,3 მლრდ შეადგინა. „ჩვენ დავამყარეთ იანვრის ექსპორტის ყველაზე მაღალი რეკორდი თურქეთის ისტორიაში“, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის წილი მსოფლიო ექსპორტში 1,06%-მდე გაიზარდა. „შემცირდა იმპორტი და საგარეო სავაჭრო დეფიციტი, ასევე გაიზარდა ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა“, – […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. პრემიერი გარდაცვლილი პოლიციელის – თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი […]

31 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო იერიშებს რაფაზე, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სახმელეთო შეჭრა გარდაუვალია

სულ მცირე 31 პალესტინელი ემსხვერპლა რაფაზე ისრაელის საჰაერო დარტყმებს შაბათ დილით – რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმიას დაავალა ამ ქალაქიდან ასიათასობით ადამიანის ევაკუაციის გეგმის შემუშავება, იქ ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრის წინ. ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდება შეჭრა, თუმცა მისმა განცხადებამ პალესტინელებში მასობრივი პანიკა გამოიწვია. რაფას თავს აფარებს ღაზის […]