შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი გუშინ დააკავეს.

უკრაინაში დაღუპული ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დღეს საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ზურა წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში დაკრძალეს, საგვარეულო სასაფლაოზე, გოჩა ჟვანია კი – სენაკის სოფელ თეკლათში. ორივე მათგანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “ქართულმა ლეგიონმა” 1 თებერვალს გაავრცელა. დაღუპული სამხედროები უკრაინაში აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ, იყვნენ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მონაწილეები. ისინი […]

ვაჟა აზარაშვილი მახათაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ვაჟა აზარაშვილი მახათაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახელოვანი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის, ხსოვნას პატივი მიაგო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ქართულ […]

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. ევროპარლამენტმა და წევრმა ქვეყნებმა 16 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საბიუჯეტო წესების რეფორმების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ინვესტიციების გაზრდასა და ხარჯების კონტროლის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად. შეთანხმების ტექსტი მიმდინარე წესების განახლებას ახდენს, რომელიც ცნობილია როგორც „სტაბილურობისა და ზრდის პაქტი“ და 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. […]

ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მმომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს. ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისით დააბრუნეს. ოპერაცია ევროკავშირის გარე საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. პოლონეთიდან 10 ქართველი 2023 წლის ოქტომბერშიც დაადეპორტეს.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აკრძალვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის შვავის ჩამოსვლაა.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. […]

ცესკოს თავმჯდომარე კონფერენციაში „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციაში „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მიიღო მონაწილეობა. ცესკოს ინფორმაციით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა და ის გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა ანტონი ბანბერიმ და IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს. როგორც […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი გარდაცვლილი პოლიციელის – თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს […]