2023 წელს ჩიპების გლობალური გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2023 წლის ბოლოს შემცირდა 8,2%-ით და $526,8 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ უსაფრთხოების ინდუსტრიის ასოციაცია (SIA) იტყობინება. ამასთან, 2022 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი $574,1 მლრდ დაფიქსირდა. დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,4%-ით – $48,66 მლრდ-მდე გაიზარდა, ამასთან, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,6%-ით არის მომატებული. მეოთხე კვარტალში მსოფლიოში $146 […]

დმიტრო კულება – პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს

პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს მისცა. „დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს […]

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორ ATC-ის

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ერთადერთმა ქარხანამ საქართველოში ATC-იმ 2022 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 5.9 მილიონი დოლარიდან 3.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შედეგად გაიზარდა კომპანიის ზარალი და ის 2021 წელს არსებული 6.1 მილიონი დოლარიდან 2022 წელს 7.7 მილიონი დოლარი გახდა. ATC ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისა და საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი […]

დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის “ფეისბუქის” გვერდით განცხადება გაავრცელა: “ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის – ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ. მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ […]

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე თოვლის ზვავის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთიდან დელეგაცია ჩავა, კადიროვმა მარიონეტებს 10 УАЗ-Патриот-ი აჩუქა

ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთიდან ოფიციალურ დელეგაციას ელიან. დელეგაციის მეთაური იქნება ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარე კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი. დელეგაციის წევრები მარიონეტულ რეჟიმს გადასცემენ 10 ავტომობილ УАЗ-Патриот-ს. ამას გარდა, მარიონეტების ცნობით, ჩეჩნეთი მათ ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების ფორმებისთვის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ასევე ნათქვამია, რომ რამზან კადიროვის ფონდი ოკუპირებულ რეგიონში დააფინანსებს სოციალური ობიექტის შენებასაც. აქამდე, 6 თებერვალს […]

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს

პოლონეთის სასაზღვრო გვარდია წერს, რომ საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაცია ჩაატარეს და მოქალაქეობის ქვეყანაში დააბრუნეს. უწყების განცხადების მიხედვით, დეპორტირებული პირებიდან 3 საფრთხეს წარმოადგენდა პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგისთვის, ხელს უწყობდნენ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებს. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 15 ადამიანი საქართველოში ჩარტერული რეისით დააბრუნა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ჩატარდა ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით, “Collecting […]

“საბორნე გადაზიდვების განვითარება რუმინეთის გარდა საბერძნეთთან და იტალიასთანაც უნდა მოხდეს”

საბორნე გადაზიდვების განვითარება რუმინეთის გარდა საბერძნეთთან და იტალიასთანაც უნდა მოხდეს- ამის შესახებ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილმა ცაგარეიშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად მოხდა რუმინეთის მიმართულებით გასულ წელს ამოქმედებული საბორნე გადაზიდვების პოტენციალის ათვისება, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია კავშირების გაფართოება. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს საბორნე კავშირები ისეთ […]

2023 წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვის გავლით ურანის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

გასულ წელს დასავლეთის ქვეყნებში ურანის მიწოდების 64% ყაზახეთიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, განხორციელდა. პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი მიმდინარე კვირაში ეროვნული ატომური კომპანიის Kazatomprom-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს მეირჯან იუსუპოვს შეხვდა. შეხვედრაზე შეფასდა კომპანიის გასული წლის ანგარიში, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყაზახეთში 21 ათას ტონაზე მეტი ურანი იქნა წარმოებული, საიდანაც 18 ათას […]

საქართველოში ექთნების დეფიციტია, სისტემაში მომუშავე ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია – აუდიტი

საქართველს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66,5%-ის ხელფასი 1200-ლარზე ნაკლებია, ქართველი ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია, საქართველოს რეგიონების კლინიკებს კი იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს – ეს რეალობა აჩვენა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა, რომლის მიზანიც საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების შემოწმება და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გამოკვეთა იყო. აუდიტის სამსახურის დასკვნაში […]