პოლონეთის ბაზარზე უზბეკეთის და ირანის ახალი მწვანილი დომინირებს

უზბეკეთიდან და ირანიდან ახალი მწვანილის მასიური ექსპორტირება ხდება ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრებზე. კერძოდ, პოლონეთში ახალი ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეების ინფორმაციით, ამ ქვეყანაში სუპერმარკეტების თაროებზე უზბეკეთიდან და ირანიდან შემოტანილი კამა და ოხრახუში დომინირებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სუპერმარკეტები უპირატესობას ანიჭებენ მწვანილს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ხოლო საბითუმო ბაზრებზე უხვადაა მწვანილი ესპანეთიდან, იტალიიდან და ევროკავშირის სხვა სამხრეთ ქვეყნებიდან. ვაჭრობის […]
ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო – გარემოს დაცვის მინისტრი

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, რომელიც დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]
ჩაკვეტაძის “აკიდებული” პენალტი და “უოტფორდის” მარცხი ლიდერთან [VIDEO]

ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში ლიდერ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, მეათე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი წააქცია და სტუმრები პენალტით პატსონ დაკამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „უოტფორდის“ კარი რიკარდო კარვალიომ დალაშქრა, თუმცა მალე ემანუელ დენისმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს. […]
“მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით” – ირაკლი კობახიძის განცხადება

„დღესაც კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ ყველაფრით. მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“ აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მან მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
პროკურატურამ ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ […]
ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ძმის ადვოკატი – როგორ აღმოჩნდა შენახული იარაღი ბრალდებულის ხელში, მისმა ძმამ არ იცის – ის დუმილის უფლებას იყენებს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმის ადვოკატის, ნიკა გუჯაბიძის განცხადებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაზე. ადვოკატის თქმით, როგორც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა განმარტა, იარაღი შენახული იყო და […]
ცნობების მიხედვით, ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ რაფაში ოპერაცია ერთ თვეში უნდა დაასრულონ

ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, სადაც ახლო მომავალში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, საბრძოლო მოქმედებები 1 თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე უნდა დაასრულონ. ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტს უთხრა, რომ ოპერაცია რამადანამდე უნდა დასრულდეს. რამადანი 10 მარტს იწყება. რაფას ამჟამად თავს აფარებს ღაზის სექტორის 2.3 […]
აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვას ხმა მისცა 64 სენატორმა, მათ შორის, 14-მა რესპუბლიკელმა. საუბარია 95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა […]
აფხაზეთის ე.წ. შსს როსგვარდიასთან შეთანხმებას დადებს, მარიონეტების ოპოზიცია უკმაყოფილოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიასთან (როსგვარდია) შეთანხმების დადებას აპირებს. ამ ფაქტით უკმაყოფილოა მარიონეტული რეჟიმის ოპოზიცია. “მხარეები თანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებით: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის, კერძო დაცვისა და კერძო დეტექტიური საქმიანობის სფეროში; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთა წინააღმდეგ […]
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი დაიღუპა.