უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 11 თებერვლის ღამეს განადგურებულია 40 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. სულ ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 45 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალები მეტოქეს თითქმის 6 საათის განმავლობაში იგერიებდა. უკრაინის ტერიტორიაზე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენო აპარატების შეტევის შედეგად კიევის რაიონში ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანებულია ანგარი, მსუბუქი ავტომობილი და საწარმოს ადმინისტრაციული შენობა. ხანძარი ლიკვიდირებულია, […]
კატარი აზიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

2023 წლის აზიის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ქვეყანა კატარი გახდა. ფინალში კატარელებმა ანგარიშით 3:1 იორდანიის ნაკრები დაამარცხა. ანგარიში იორდანიის კარში დადებული 11-მეტრიანით 22 წუთზე გაიხსნა. მეორე ტაიმში იორდანიამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე კატარის სასარგებლოდ კიდევ ორი პენალტი დაინიშნა, რომელიც გუნდის ლიდერმა, აკრამ აფიფმა უშეცდომოდ შეასრულა. ფინალისკენ მიმავალ გზახე კატარმა პალესტინა (2:1), უზბეკეთი (1:1, პენალტები […]
სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

თბილისში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ჯერ ჰონგკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები – ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. მსოფლიო თასის გათამაშებას […]
„ამას საქართველოში მშობლები არ აღიარებთ… თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას!“ – რას წერს ეკა კვირკველია

„ამას საქართველოში მშობლები არ აღიარებთ… თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას!“ – რას წერს ეკა კვირკველია · 358 ახალგაზრდა ექიმი, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ფაქტებით დადასტურებული საკითხი: პატარა ბავშვებმა ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიერონ პირადი სივრცე და პირადი ნაწილები – ამას საქართველოში მშობლები არ იღებთ და არ აღიარებთ ამ ყველაფრის შედეგად […]
სამინისტრო აცხადებს, რომ რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელთან უკვე მიაღწია შეთანხმებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო და კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. სულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 650-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა […]
შეწყალების სკანდალის გამო, უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადადგა. კატალინ ნოვაკს, ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ მოუწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებული შეიწყალა. ნოვაკის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაშ მოჰყვა მოთხოვნა, თანამდებობა დაეტოვებინათ პრეზიდენტსა და ყოფილი იუსტიციის მინისტრს, რომელიც ორბანის მმართველი პარტიის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა. ჯუდიტ ვარგამ, ისევე როგორც პრეზიდენტმა ნოვაკმა […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. ცნობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც […]
თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ – დავით სუჯაშვილი და […]
ჯანდაცვის სამინისტრო: რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია

ჯანდაცვის სამისნიტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშროლმლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს. უწყების ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება. “შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ […]
ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა

დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, 3-სართულიანი სასტუმრო დაკეტილი იყო და შენობაში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.