გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო – არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რომ ღაზაში, ჩვენი შტაბ-ბინის ქვეშ გვირაბი იყო განთავსებული

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში, მათი შტაბ-ბინის ქვეშ „ჰამასის“ გვირაბი იყო განთავსებული. „გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა იყო მისი შტაბ-ბინის ქვეშ ღაზაში. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას იმსახურებს, რაც, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა აქტიური ომის […]

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორები. „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კანადეის ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების […]

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღარ არის

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც. რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2021 წელს გახდა. 2022 წლის 30 დეკემბრიდან კი მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

რეგისტრაცია დასრულდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა, წერს საინფორმაციო სააგენტო TASS. ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ სამი პოლიტიკოსია. ყველა მათგანი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. კანდიდატები არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალი ხალხის“ წევრი ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი. 71 წლის პუტინი […]

ტაივანი აცხადებს, რომ რვა ჩინური საჰაერო ბუშტი დააფიქსირა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს, რომლებმაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაივანის სრუტე გადაკვეთეს. უწყების მტკიცებით, აქედან ხუთმა პირდაპირ კუნძულის თავზე გადაიფრინა. ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰაერში ჩინეთის გაზრდილი აქტივობა საფრთხეს უქმნის საავიაციო უსაფრთხოებას და არის ფსიქოლოგიური ომის მცდელობა. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბუშტები განკუთვნილია მეტეოროლოგიური კვლევისთვის და ამის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად […]

ნოდარ პაპუკაშვილმა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დააჯილდოვა

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ. სამინისტროს ცნობით, ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა, მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებულ მეცნიერ ქალებს შესაბამისი […]

,,რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო” – ჯანდაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-ამდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პარალელურად, აქტიურად […]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშურის შემოვლით გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების თანამდეროვე სისტემა მოეწყო. გარდა აღნიშნული საგზაო მონაკვეთისა, გარე განათების სისტემა მოეწყო ქალაქ ხაშურათან დამაკავშირებელ მონაკვეთსა და სურამის სატრანსპორტო კვანძზეც. გარე განათების ახალი თანამედროვე სისტემა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და ღამის საათებში […]

თბილისის “დინამომ” ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

Fft.tj-ის ინფორმაციით, ტაჯიკეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ალიშერ შუკუროვი კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს და ეს გადაწყვეტილი ამბავია. ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური 6 შეხვედრაში მოურგია, 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდება. შუკუროვი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ადგილობრივი “კუკტოშის” ღირსებას იცავდა. კარგი ფეხბურთელია საკმაოდ დინამოში კიდევ უფრო მოუმატებს.სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ბაზარი. ასევე აზიის ნაკრებების […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო – კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო – კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის […]