მთავრობის სხდომაზე პრემიერი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს

დღეს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობითა და მთავრობის ახალი შემადგენლობით, პირველი სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს, ასევე რამდენიმე თემაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავრობის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

„პეტიტ ბაზარი“ ფრანგული საბავშვო ბრენდების შემოყვანას გეგმავს – ქეთი მესხი

ქეთი მესხმა პარიზში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2 წლის წინ, საქართველოში Petit Bazar-ი გახსნა, სადაც დღეს 150-მდე მეწარმის პროდუქციაა წარმოდგენილი. Petit Bazar-ში იყიდება ავეჯი, მონტესორით ინსპირირებული ნივთები, ხის და ნაქსოვი სათამაშოები, დეკორი, სამოსი, აქსესუარები, წიგნები და ა.შ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი ქეთი მესხი ამბობს, უცხოური ბრენდების შემოყვანას გეგმავენ, „პრიორიტეტული ის ფრანგული ბრენდები იქნება, რომლებმაც […]

2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა

გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა – მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო. სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი – 832 (449 […]

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ძებნილ პირს გერმანიას გადასცმენ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნული […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). მათივე ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – […]

ფინეთის ახალი პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ – ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ახლა ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი – 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების […]

2023-2024 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება

2023-2024 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია დასაქმებული. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52 945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება, […]

თიბისი აკადემიაში რისკების მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა […]

“საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს” – სტოლტენბერგი ტრამპის სიტყვებს ეხმაურება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს შეუძლია “რა ჯანდაბაც უნდა, ის უქნას” ალიანსის იმ წევრებს, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის არასაკმარის თანხებს გამოყოფენ. სტოლტენბერგის თქმით, მსგავსი განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს. “ნებისმიერი წინადადება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ჩვენს, მათ შორის აშშ-ს უსაფრთხოებას […]

ორბანის თქმით, 2008-ში შესაძლებელი იყო უკრაინა-საქართველოს EU-სა და NATO-ში მიღება

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, თუმცა, “ეს შანსი ხელიდან გაუშვეს”. “ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირის და NATO-ს მომავალი წევრის პერსპექტივა”, – თქვა უნგრეთის პრემიერმა. ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს “ბუფერულ ზონად” რუსეთსა და […]