სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის, თბილისის, რუსთავის და თბილისი-გარდაბნის მომსახურების ცენტრებში ელექტრიკოსის და ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციებზე ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა 1-დან 2 თვემდე შეადგენს. „სტაჟირების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და ტესტირებაზე გასულ კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყველა დასაქმებულ თანამშრომელს სთავაზობს თანაბარ დასაქმების პირობებს და ჯანმრთელობის დაზღვევას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, […]
ჯვარი-ლახამულას მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო […]
რობინ დანიგანი – თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა. როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, აშშ არის არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ახალ მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან. მოხარული ვარ, რომ პირველი შევხვდი და მივულოცე მინისტრად […]
ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია

ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი კითხვას, თუ რატომ არ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ჩიქოვანის განმარტებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „უგუნური გადაწყვეტილებაა, ან ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილია“. „გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს. როგორც ონკოპაციენტების ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან […]
გიორგი ბოტკოველი – კობახიძე იქნება პრემიერი თუ არა, ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და ხალხისთვის არაფერს აკეთებენ – კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა

კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ არა, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის – კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისი თქმით, „როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც“. „კობახიძე პრემიერ-მინისტრი […]
კობახიძე: მზადდება დოკუმენტაცია, რომ გაიცეს ანაზღაურება სტიქიის შედეგად დაზარალებულებზე

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მზადდება დოკუმენტაცია იმისთვის, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციები გაიცეს. ეს განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, გასულ კვირას სტიქიის შედეგად 400-ზე მეტი სახლი იყო დატბორილი, 296 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. “400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე […]
ვიცე-პრემიერების პოსტებს წულუკიანი და ჩიქოვანი დაიკავებენ

ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერების პოსტებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ. ვიცე-პრემიერები ირაკლი კობახიძის მისი მთავრობის პირველ სხდომაზე დღეს, 12 თებერვალს დაასახელა. წულუკიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც. რაც შეეხება პირველ ვიცე-პრემიერს, ამ პოსტს ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს. ირაკლი კობახიძემ ასევე ოფიციალურად წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი. […]
კაფე-რესტორნებს ვალდებულება ექნებათ, მენიუში ფასი ჯამურად, დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით შეიტანონ

კვებითი მომსახურების სექტორში, ყველა მოვაჭრე ვალდებული იქნება, მენიუში ფასი ჯამურად, ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით მიუთითოს. შესაბამისი სტანდარტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა – შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული […]