ხაზარაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა – გურამ მაჭარაშვილი

„ხაზარაძე არის ზუსტად იგივე როლის შემსრულებელი, რასაც დაშლილი ნაცმოძრაობა ასრულებს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის გაძევებას აპირებს. „ხაზარაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა – თქვა თავის სუბიექტური მიზანი. საზოგადოებას უთხრა – მომიშვით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ […]

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. “საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა […]

მბაპეს “რეალში” ტრანსფერი შესაძლოა, ფეხბურთელის დედის გამო ჩაიშალოს

Marca წერს, რომ კილიან მბაპეს “რეალში” ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს და ამის მიზეზი ფეხბურთელის დედა და ამავდროულად აგენტი ფაიზა ლამარია. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ფორვარდის მშობელს “სამეფო გუნდთან” დაძაბული ურთიერთობა აქვს და რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც შესაძლოა, გარიგება არ შედგეს. მოგეხსენებათ, მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რეალში” სათამაშოდ მე-10 ნომერი […]

ხელისუფლების სამოქმედო გეგმა არ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნას – DRI

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა. „საქართველომ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმ პირობით მიიღო, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს შეასრულებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. მიუხედავად პირდაპირი მითითებისა, მთავრობის გეგმა […]

რაში ისხმება ქართული ღვინო – ბოთლების 70% რუსეთიდან, საცობების 93% კი პორტუგალიიდან შემოდის

2019-2023 წლებში, ბოთლების (ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები) იმპორტი 46.23%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 78 574 630 დოლარის ღირებულების 149 823.36 ტონა ბოთლების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.46-ჯერ მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ბოთლების ნომერ პირველი იმპორტიორი წლების განმავლობაში რუსეთია. 2023 წელს იმპორტირებული ბოთლების 69.86% […]

ნეთანიაჰუ: აშშ-ს პასუხი 7 ოქტომბრისნაირ თავდასხმაზე მინიმუმ ისრაელივით ძლიერი იქნებოდა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-ს პასუხი 7 ოქტომბრისნაირ თავდასხმაზე მინიმუმ ისრაელივით ძლიერი იქნებოდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ მაშინ ისაუბრა, როცა კომენტარს აკეთებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომ ისრაელის ომი ღაზაში საზღვრებს გასცდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით ღაზაში სამოქალაქო პირებისა და სამხედროების სიკვდილის თანაფარდობა 1:1-ზეა. ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ვერ ხვდება, […]

ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე – არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები მის მიმართ არ არსებობს – ის მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი

არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები ჩემი პირველი მოადგილის მიმართ არ არსებობს. ის ადამიანი პროფესიონალურად მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს. მისი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მისი მოადგილის რომეო მიქაუტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კითხვებს ძირითადად […]

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება […]

მარიამ ქვრივიშვილი – სწორი სტრატეგიის შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები მივიღეთ

2023 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – ჩვენ, სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორთან ერთად, არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ შემოსავლები, რომელიც ტურიზმიდან გვქონდა პანდემიამდე, არამედ ეს მონაცემი 26 პროცენტით გავაუმჯობესეთ, ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით, რაც კიდევ ერთი წარმატებაა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის […]