ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა

ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული ნაციონალური კოალიციური პარტიის წევრმა ალექსანდერ სტურბა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. სტუბმა 51,6% მოაგროვა, მისმა მეტოქემ – ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ „მწვანე კავშირიდან“ – 48,4%. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67%-ზე მეტმა. პირველ ტურში, რომელიც 28 იანვარს გაიმართა, სტუბს 27,2% ჰქონდა, ჰაავისტოს – 25,8%. მესამე ადგილზე 19%-ით გავიდა ნაციონალისტური […]
პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე დააკავა ალბანეთის მოქალაქე, რომელსაც გერმანიას გადასცემენ

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე საქართველოში დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს, რომელიც ინტერპოლიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა – ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, დაკავებული, რომელსაც საქართველო გერმანიას გადასცემს, ხელმძღვანელობდა 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ დამნაშავეთა ჯგუფს. “ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და […]
ამბავი, რომელიც ყველას გულს უჩუყებს – საბა ქუმარიტაშვილმა ნოდარის მისია 12 წლის შემდეგ შეასრულა

ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმატიტაშვილი ზუსტად 14 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა. საბა ქუმარიტაშვილი ის ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. სპორტსმენს სურდა, აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა. 12 წლის შემდეგ, 2022 წელს, დაღუპული ბიძაშვილის სახელისა და […]
ჩარლზ დარვინის ბიბლიოთეკიდან ბაქტერიის პირველი ფოტო გასაჯაროვდა

ჩარლზ დარვინის პირადი ბიბლიოთეკა ონლაინ ხელმისაწვდომი გახდა და სხვა მასალებთან ერთად ბაქტერიის პირველი ფოტოსურათი გასაჯაროვდა. მეცნიერების თქმით, დარვინის ბიბლიოთეკა უდიდესი სამეცნიერო ღირებულებისაა. კოლექციის უდიდესი ნაწილი აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი იყო. კოლექციასთან ერთად ასევე გამოქვეყნდა 300-გვერდიანი კატალოგი, სადაც დეტალურადაა აღწერილი კოლექციის შემადგენელი ნაწილები. დარვინის გამოქვეყნებული კოლექცია შეიცავს ნაშრომებს ბიოლოგიიდან, გეოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ფსიქოლოგიიდან, რელიგიიდან, ისტორიიდან და ხელოვნებიდან. […]
ისრაელმა ღაზაში რაფაჰი დაბომბა – დაიღუპა, სულ მცირე, 67 ადამიანი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF] ღაზის სექტორში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქი რაფაჰი 12 თებერვლის დილით დაბომბა. ისრაელის ცნობითვე, რაფაჰში გაათავისუფლეს „ჰამასის“ კიდევ ორი მძევალი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერმა, განაცხადა, რომ დაბომბვა და ქალაქში სახმელეთო ჯარების დაგეგმილი შესვლა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ დამარცხებისთვის უმნიშვნელოვანესია. მანვე პირობა დადო, რომ სამოქალაქო პირებს, – ერთ მილიონზე მეტ ადამიანს, – უსაფრთხოდ დაატოვებინებდნენ […]
ნესტორ ლაკობას ისტორიის უცნობი დეტალები – ინტერვიუ ამერიკელ ისტორიკოსთან

ქეთი ქანთარია ტიმოთი ბლაუველტი, ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან მუშაობს, როგორც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების პროფესორი. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთი წელი ასწავლიდა საბჭოეთის პოლიტიკურ ისტორიას. საქართველოში პირველად 1999 წელს სადოქტორო დისერტაციისთვის კვლევის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ბლაუველტი ამერიკული საბჭოების სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორია საერთაშორისო განათლების განხრით. ეკუთვნის ათობით პუბლიკაცია რუსეთისა და საბჭოთა […]
POG: როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დავაკავეთ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს. “საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა […]
როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე არიან. დაკავებულები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ინაიშვილი და გვიანიძე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა განუცხადა, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს […]
თავდაცვის ახალი მინისტრი ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებაზე – არავინ არაფერს შესწირვია – ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე მე მივიღე

ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვას, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ჰკითხეს, საგამოძიებო უწყებების მხრიდან თუ გახდება შესწავლის საგანი ლელა ჩიქოვანის მიერ აშშ-ში ნაყიდი სახლი. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს […]
ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე – იძებნება

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე, გალის ე.წ. მილიციის განყოფილების სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ორი მათგანი დააკავეს, – ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული – ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის […]