ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონული პროკურატურის განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ხაშურის რაიონული პროკურატურის შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ […]
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია. როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიას BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა. მათივე ცნობით, ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება […]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ბათუმი „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის პრობლემების ქალაქად იქცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ენმ-ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა რეზო ხარაზმა, ბათუმში გზისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ბათუმში ადლიის დასახლება მიტოვებულია და არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. „ბათუმი ,,ქართული ოცნების” პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის პრობლემების ქალაქად იქცა. დღეს არ არსებობს უბანი თუ ქუჩა, სადაც ხელისუფლების მხრიდან […]
დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა – ირაკლი ჩიქოვანი

„დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რითაც პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი […]
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს – ლევან დავითაშვილი

„ენერგეტიკის სფეროს კურატორი მე ვიქნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა. როდესაც პირადად, ამ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს, ესეც არის დემონსტრირება იმისა, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. […]
მიიღე ულიმიტო პირობები 1+1 აქციით სილქნეტისგან!

13 და 14 თებერვალს, სილქნეტი მომხმარებლებს 1+1 აქციაში ჩართვას სთავაზობს. აპლიკაციით Mysilknet ან კომბინაციით *024#
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ

ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris“ 12 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris“. გამოფენაზე ,,RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან, ხოლო “VinExpo Paris” ითვლება ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენად, სადაც ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, […]
კონტემ “ბარსელონა” უარყო – კატალონიელები ახალი მწვრთნელს ეძებენ

Mundo Deportivo-ს ანტონიო კონტესთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” იტალიელ მწვრთნელს არ დაკავშირებია. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხავი დატოვებს და ხელმძღვანელობაც ახალ დამრიგებელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, “ჩელსის” ყოფილი თავკაცი არ იქნება. კონტე 2023 წლის მერე, მას შემდეგ რაც “ტოტენჰემიდან” დაითხოვეს, უმუშევარია.
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

1977-82 წლებში ნიდერლანდების ქრისტიან-დემოკრატმა პრემიერმა, დრის ვან აგტმა და მისმა ცოლმა, ევგენიამ სიცოცხლე ევთანაზიით, “ხელიხელჩაკიდებულებმა” დაასრულეს. ორივე მათგანი 93 წლის იყო. ინფორმაცია პარასკევს, 9 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია The Rights Forum-მა გაავრცელა. მათი თქმით, წყვილი ორშაბათს, 5 თებერვალს გარდაიცვალა და მათ ქალაქ ნეიმეგენში დაკრძალავენ. “ის გარდაიცვალა ხელიხელჩაკიდებული თავის საყვარელ მეუღლესთან, მხარდამჭერთან და სატელევიზიო წამყვანთან, ევგენია ვან […]
ჯვარი-ლახამულას მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის […]