ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომლითაც მან თავი შეიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან, სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ზურაბიშვილს ჯერ არ მიუღია “პატრონებისგან” დავალება, რომ ალიევს მიულოცოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას გარედან ნიშანს მისცემენ, საქართველოს პრეზიდენტი […]
გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა […]
გორის საავტომობილო გვირაბში დღეს 13:45 საათიდან 15:30 საათამდე მოძრაობა იკეტება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლის 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მიხეილ ხიდურელი – „აწარმოე საქართველოში“ გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ “აწარმოე საქართველოში” გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა – ეს იქნება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნა, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა. „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, სააგენტომ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან ერთად […]
ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის […]
სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა.
მამუკა მდინარაძე – ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ – ნარატივი გაქვთ ასეთი, რომ რუსული დაგვაბრალოთ რაღაც

ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ – ნარატივი გაქვთ ასეთი, რომ რუსული დაგვაბრალოთ რაღაც,- ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს. „ერთი მიზნით გაინტერესებთ რუსების განცხადებები, […]
გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე

გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ. როგორც ჰყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო, ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, ციმბირში გადასახლება, ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა ისე, რომ სერვისი გააუმჯობესა და […]
სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას

სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს […]
საქართველოს ვიცე-პრემიერები ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ალიევისთვის „არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის” გამო

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერებმა, თეა წულუკიანმა და ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მას ილჰამ ალიევისთვის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ არ მიულოცავს. წულუკიანმა პრეზიდენტის მოქმედება „პოლიტიკურ სიბეცედ” შეაფასა და აღნიშნა, რომ ის აგრძელებს ე.წ. პატრონებისგან მიღებული დავალებების შესრულებას. „საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების […]