პსჟ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ახალ მეგა შეთავაზებას უმზადებს

AS-ის ცნობით, პსჟ გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს ახალ შეთავაზებას უმზადებს. როგორც იცით, 25 წლის ფორვარდს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ის მადრიდის “რეალს” მიაშურებს. პსჟ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს ახალი 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს და ამ დროის განმავლობაში 136 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს დედასა და ამავდროულად აგენტ ფაიზა […]

აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ “როსგვარდიასთან” შეთანხმების ხელმოწერას არ გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი აცხადებს, რომ ხელმოწერას არ ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის ნაციონალური გვარდიის ფედერალური სამსახურის დანაყოფსა და აფხაზეთის შინაგან სამინისტროს შორის შეთანხმების პროექტი. “ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების მღელვარებასა და შეშფოთებას და, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში, არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, აფხაზეთის სახელმწიფოს […]

გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული 25000-ლარიანი ლიმიტი – აქცია მთავრობასთან

დღეს, 12 თებერვალს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია, სახელწოდებით “მინდა ვიცოცხლო!”. აქცია ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ონკოპაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან წლიურად გამოყოფილი 25000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და მკურნალობის სრული დაფინანსებაა. ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ აქციის მთავარი მიზანია, ახალ პრემიერს მიმართონ პირველივე სამუშაო დღეს შესაბამისი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, […]

ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას მისცა ორდერი, რომ ისრაელს F-35-ის ნაწილები არ გადასცენ

ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას მისცა ბრძანება, რომ ისრაელისთვის ამერიკული F-35-ის ტიპის ავაიაგამანადგურებლების ნაწილების ექსპორტი შეაჩერონ. სასამართლოს მტკიცებით,”უდავოა, რომ არსებობს ცხადი რისკი ექსპორტირებული F-35-ის ნაწილების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევაში”. მთავრობას სასამართლომ ბრძანების შესასრულებლად 7 დღე მისცა. საჩივარი ნიდერლანდების მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა ადამიანის უფლებათა რამდენიმე ჯგუფმა. აქამდე, სასამართლოს ქვედა პალატამ მსგავსი ორდერის გაცემისგან თავი შეიკავა. აშშ-ს კუთვნილებაში […]

გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რა სატრანსფერო ღირებულებისაა საქართველოს ეროვნული ლიგა – ყველაზე ძვირი კლუბები და ფეხბურთელები

საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში (ეროვნული ლიგა) 10 გუნდია, რომელთა საერთო ღირებულებაც „transfermarkt-ის” მონაცემებით € 30.20 მილიონია. ყველაზე ძვირი, €6.00 მლნ, ბათუმის დინამო ღირს, ყველაზე იაფი კი – სამტრედია €1,32 მლნ. გუნდების ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება: · ბათუმის დინამო – €6.00 მილიონი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – გიორგი წიტაიშვილი. 2021 წელს, Vorskla Poltava-ში ყოფნისას, მისი საბაზრო ღირებულება […]

პოლიციელს, რომელიც მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა, პატიმრობა შეეფარდა

შსს-ს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა – ბრალდებულის ადვოკატი კი 20 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებულმა თამაზ ბრაჭულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მას თვალში მხედველობა -2 აქვს და ვერ დაინახა, რომ გზაზე ვინმე გადაადგილდებოდა. პროკურატურის ცნობით, […]

მინისტრი: წელს უკრაინა გამოუშვებს ათასობით დრონს, რომლებსაც რუსეთის ღრმა ზურგში შეეძლებათ დარტყმების განხორციელება

უკრაინა 2024 წელს გამოუშვებს ათასობით გრძელი რადიუსის უპილოტო საფრენ აპარატს, რომლებსაც რუსეთის ღრმა ზურგში შეეძლებათ დარტყმების განხორციელება. მას უკვე მოეპოვება ათამდე კომპანია, რომელთა წარმოებულ დრონებს მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე მიღწევა შეუძლია, განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა. Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიოდოროვმა ისაუბრა სექტორის ახალ დეტალებზე. „გრძელი რადიუსის კამიკაძე დრონების კატეგორია იზრდება, მათ მოეპოვებათ მოქმედების 300, […]

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი ინიციატივა იწყება, რომლის ფარგლებშიც განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას განახლებადი ენერგიის როლის […]

DRI: ხელისუფლების გეგმა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ნაწილში ხარვეზიანია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ნაწილში ხარვეზიანია და ევროკომისიის მოთხოვნას არ პასუხობს. 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა. ევროპული საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმ პირობით მიიღო, რომ […]