მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი „ნაცებზე“ უფრო რადიკალია – მოგვევლინა „ნაცზე“ უფრო „ნაცი“!

სალომე ზურაბიშვილი „ნაცებზე“ უფრო რადიკალია – მოგვევლინა „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი! – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი მიმართ. მდინარაძის შეფასებით, ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას „ილაპარაკა უფრო რადიკალურად და ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ. „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის – ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელსაც თავისი როლი აქვს. ის […]

ავლაბარში, 47 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული ძმები ედვინ ბაგაშვილი და კარლო გალოიანი არიან. ისინი მათმა უფლებადამცველმა ირაკლი ბენიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ახლახან მოინახულა. ადვოკატი საქმის გარემოებებზე ვერ საუბრობს, რადგან საქმის მასალებს არ იცნობს. ბენია არც ძმების ვინაობას ასახელებს, ვინაიდან მისი განმარტებით, ეს დაკავებულებს […]

ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს [VIDEO]

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, თელავივის “მაკაბის” უკანახაზელი ჯო ტომასონი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა. ტომასონი “მაკაბის” გასულ კვირას შეუერთდა და ჯერჯერობით სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია. უკანახაზელი ბოლოს “გრანადას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის “დინამოში”, […]

კონტემ “ბარსელონა” უარყო – კატალონიელები ახალ მწვრთნელს ეძებენ

Mundo Deportivo-ს ანტონიო კონტესთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” იტალიელ მწვრთნელს არ დაკავშირებია. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხავი დატოვებს და ხელმძღვანელობაც ახალ დამრიგებელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, “ჩელსის” ყოფილი თავკაცი არ იქნება. კონტე 2023 წლის მერე, მას შემდეგ, რაც “ტოტენჰემიდან” დაითხოვეს, უმუშევარია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა. „საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰიდან ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად. “ფერნანდო და ლუი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. მივესალმები ჩვენს მამაც მეომრებს იმ მამაცური მოქმედებისთვის, რამაც გამოიწვია მათი გათავისუფლება. ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით. არ გავუშვებთ ხელიდან არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ […]

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. „ის მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებაზეა მიმართული. […]

ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მისალოცი წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა. “საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია. კომპანიას BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა. ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობას კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები იღებდა. საქართველოს აეროპორტების […]

ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 […]