პსჟ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ახალ მეგაშეთავაზებას უმზადებს

AS-ის ცნობით, პსჟ გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს ახალ შეთავაზებას უმზადებს. როგორც იცით, 25 წლის ფორვარდს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ის მადრიდის “რეალს” მიაშურებს. პსჟ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს ახალი 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს და ამ დროის განმავლობაში 136 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს დედასა და ამავდროულად აგენტ ფაიზა […]
კიმ მინ ჯე შეშფოთებულია – რა მისწერა სამხრეთ კორეელმა “ნაპოლის” ფეხბურთელებს?

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლი” “მილანს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. “ბაიერნის” მცველმა კიმ მინ ჯემ ყოფილ თანაგუნდელებს საერთო ჩატში შემდეგი სიტყვები მისწერა: “ბიჭებო, რა ხდება?”. შეგახსენებთ, კიმი “რეკორდმაისტერს” გასულ ზაფხულს “ნაპოლიდან” 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად ჯამში 15 000-მდე ნეპალელი ჯარისკაცი დაიქირავა

CNN-თან სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, რომ წინა წელს რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელი მებრძოლების ჯარში აყვანის პროგრამის წარდგენიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასთან ომში საბრძოლველად დაახლოებით 15 000 ნეპალელი დაიქირავა. ჯარში რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, რუსეთი უცხოელებს თვეში $2 000-იან ხელფასსა და რუსული პასპორტის მოპოვების გამარტივებულ პროცესს სთავაზობს. ნეპალის პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მიიჩნევა და გლობალური მობილობის კუთხით რეიტინგში […]
მადაგასკარის პარლამენტის გადაწყვეტილებით პედოფილებს ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდებათ

მადაგასკარის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პედოფილებს ქირურგიული კასტრაციას ჩაუტარებენ. მადაგასკარის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ახალი კანონის მიღება ქვეყანაში ბავშვების გაუპატიურების გაზრდილი მაჩვენებლების გამო გახდა აუცილებელი. მისი ცნობით, მხოლოდ 2023 წელს მადაგასკარში ბავშვების გაუპატიურების 600 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში 133 შემთხვევა. პარლამენტში მიღებულ კანონს შემდეგ ეტაპზე მადაგასკარის კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს. სასამართლოს რატიფიცირების შემდეგ […]
ვასო ურუშაძე – როცა პრემიერი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ღარიბაშვილის, ასევე მთლიანად ივანიშვილის „კლანის“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

როდესაც პრემიერ – მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე მთლიანად ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მან ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც შეიძლება გასაჯაროვდეს მთავრობის განკარგულებები. „სამთავრობო გადაწყვეტილებების გასაიდუმლოება უკვე სამი წელია იყო გამოწვეული იმ […]
საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – ჯო ტომასონი

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებში თელ ავივის მაკაბის 30 წლის უკანახაზელი, ჯო ტომასონი ითამაშებს. ჯო ტომასონმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივლისში კონტრაქტი რუსულ კლუბთან, სანქტ-პეტერბურგის ზენიტთან გააფორმა, რის გამოც, კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის გამო, იმ პერიოდში, მან ტვიტერის საკუთარი გვერდი გააუქმა. ტომასონმა რუსული გუნდი 6 თვეში დატოვა და […]
ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე – ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით იმოქმედებს

ნატო არ შეიძლება იყოს შეთავაზებული მენიუდან ასარჩევი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მან კომენტარი გააკეთე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ არ დაიცავს ნატო-ს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემებზე ისაუბრა. „რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, გაზიფიცირების საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია 20 მილიონამდე ლარი, მაგრამ დღეს, კალენდარულად 2024 წელს ისევ გვიწევს მოქალაქეებს შეკრება და მოთხოვნა იმისა, რომ ეს ხალხი ამ სიცივეში არ იყვნენ გაზის გარეშე. მუხაესტატის გარდა, არ მინდა […]
რუსეთი საქართველოსთან კავშირების გაუმჯობესებას აპირებს “დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც”

რუსეთი, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, აპირებს გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ТАСС-თან ინტერვიუში. „რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია ის 2008 წელს გაწყდა [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, […]
ავლაბარში 46 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავლაბარში 46 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი, ძმები- 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა. უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე, მათ შორის არსებული უთანხმოების […]